Magdalena Posted March 24, 2022 Posted March 24, 2022 იაპონურმა კრიპტო ბირჟა Coincheck-მა განაცხადა, რომ წლის მეორე კვარტალში გეგმავს Nasdaq-ზე შესვლას Thunder Bridge Capital Partners IV-თან (THCP) 1.25 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების SPAC-გარიგების მეშვეობით. გარიგების დასრულება მოსალოდნელია მეორე კვარტალში. აქციებს მიენიჭება ტიკერი CNCK. გაერთიანებული კომპანია შეფასდა 1.25 მლრდ აშშ დოლარად. Coincheck-ის მთავარ აქციონერ Monex Group-ის წილი 82%-ს შეადგენს. THCP 237 მლნ აშშ დოლარს ნაღდი ფულით უზრუნველყოფს. პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ FSA-ს მიერ რეგულირებული პლატფორმა ემსახურება 1.5 მილიონ ვერიფიცირებულ მომხმარებელს, სთავაზობს ყველაზე მეტ კრიპტო აქტივსა და IEO შესაძლებლობებს იაპონურ ბირჟებს შორის. 2018 წელს Coincheck-მა განიცადა კრიპტოვალუტების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაჰაკვა. პლატფორმიდან მოიპარეს ნახევარ მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოვალუტა NEM. იანვარში Apifiny კრიპტო ბირჟა Apifiny-მ გამოაცხადა, რომ Nasdaq-ში შევა SPAC გარიგების მეშვეობით. https://tinyurl.com/75jfm9pw Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.