Jump to content

Recommended Posts

Posted

რესურსი Electrek აგრძელებს ამერიკელ მილიარდერ ილონ მასკის შეტყობინებებისთვის თვალყურის დევნას. გასულ კვირაში მან უკვე ცხადყო, რომ აქვს Tesla-ს განვითარების საშუალოვადიანი გეგმა, რომელიც რიგით მესამეა და ინარჩუნებს სახელწოდებას „Master Plan”. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tesla 

ილონ მასკს ჯერ არ დაუსახელებია სტრატეგიული პროგრამის განხორციელების კონკრეტული თანმიმდევრობა, მაგრამ ცხადყოფს, რომ გენერალური გეგმის მესამე ვერსიის მთავარი ამოცანაა Tesla-ს ბიზნესის მასშტაბირება ექსტრემალურ ზომებამდე. შეგახსენებთ, რომ ადრე Tesla-ს ხელმძღვანელმა ახსენა კომპანიის განზრახვ ათწლეულის ბოლომდე ელექტრომობილების წლიური წარმოების 20 მილიონ ერთეულამდე გაზრდის შესახებ. ცნობისთვის, ამჟამად ამდენ მანქანას ყოველწლიურად ერთად აწარმოებენ Toyota და Volkswagen, რომლებიც უმსხვილეს მანქანათმშენებელ კომპანიებად ითვლებიან. 

განვითარების ახალ გეგმაში ადგილი მოიძებნება SpaceX- და The Boring Company-სთვისაც, რომლებსაც ასევე მასკი ხელმძღვანელობს. პრინციპში, კოსმოსის ძიების პროგრამა უკვე ისედაც ვრცელია, ხოლო მიწისქვეშა გვირაბების სისტემის მეშვეობით მანქანების გადაადგილება მჭიდრო კავშირშია Tesla-ს ელექტრომობილების გამოყენებასთან. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.