Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

მარტში კომპანია AMD ბაზარზე არაერთ სიახლეს გამოუშვებს, რომელთა შორის იქნება სერვერული პროცესორები Milan-X ტექნოლოგია 3D V-Cache-ის ხარჯზე გაზრდილი ქეშ-მეხსიერებით. ესენია ვარიანტები ჯერ კიდევ Zen 3 არქიტექტურის ბაზაზე, თუმცა დამატებითი ქეშის წყალობით შესაძლებელია წარმადობის გაზრდა გარკვეულ ამოცანებში. რესურს VideoCardz-მა ისაუბრა ამ პროდუქტების სავარაუდო ღირებულებაზე - თანხები შთამბეჭდავია. 

სერიის სათავეში დგას 64-ბირთვიანი AMD EPYC 7773X, მისი ფასი დაახლოებით 8800 აშშ დოლარს შეადგენს, 32-ბირთვიანი ვარიანტი კი ღირს დაახლოებით 5600 აშშ დოლარი. სერიაში ასევე შედის კიდევ ორი მოდელი: 24- და 16-ბირთვიანები. რატომღაც ნაკლები ბირთვის მქონე ვარიანტი უფრო ძვირი აღმოჩნდა, ამ მოდელების ფასები  6-7%-ით განსხვავდება და დაახლოებით 4 ათას აშშ დოლარს შეადგენს. როგორც VideoCardz განმარტავს, მოდელირება არის ერთ-ერთი სფერო, სადაც შესაძლებელი იქნება ამ პროცესორების გამოყენება. დიდი რაოდენობის ბირთვების მქონე ვარიანტები განკუთვნილი იქნება საბოლოო ელემენტებისა და სტრუქტურული ანალიზისთვის, ხოლო უფრო მცირე მოდელები შესაფერისია დიზაინისა და ჰიდროდინამიკური გამოთვლებისთვის. 

image.png 

წყარო: VideoCardz 

ბირთვების რაოდენობის მიუხედავად ყველა მოდელში აქტიურია რვავე ჩიპლეტი ბირთვებით, თითოეულს აქვს დამატებითი L3 ქეში, მთლიანი L3 ქეშის მოცულობაა 768 მბ. პროცესორები 21 მარტს უნდა გამოვიდეს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.