Jump to content

Recommended Posts

Posted

ბევრი ავტომობილი, და არა მხოლოდ პრემიალური კლასის მოდელები, დღესდღეობით გვთავაზობენ ავტომატური პარკირების შესაძლებლობას, როდესაც მძღოლი სალონის გარეთ იმყოფება გასაღებით ან სმარტფონით ხელში. Mercedes-Benz-მა და Bosch-მა ელექტრომობილ EQS-ის მაგალითის გამოყენებით აჩვენეს, თუ როგორ განხორციელდება მანქანის პარკირება დახურულ პარკინგზე ავტომატურად უახლოეს მომავალში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Electrek 

დემონსტრაციისთვის კომპანიამ გამოიყენა ლოს-ანჯელესის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს კუთვნილი ავტოსადგომი, სადაც პრეზენტაცია გაიმართა. Mercedes-Benz EQS ფლაგმანურმა ელექტრო სედანმა გამოიყენა სმარტფონის აპლიკაცია ძრავების  და ყველა საჭირო ელექტრონიკის გასააქტიურებლად, რათა პარკირების ადგილისკენ დაძრულიყო. ორგანიზატორებმა ნათლად აჩვენეს, რომ როდესაც ფეხით მოსიარულე შემოდის მანქანის სამოძრაო ტრაექტორიაზე, მანქანა ჩერდება და ელოდება, სანამ ქვეითი გზიდან გადავა. 

სადემონსტრაციო სვლის ფარგლებში ელექტრომობილმა გვერდი აუარა უკვე გაჩერებულ ავტომობილებს და მივიდა პარკინგის ადგილამდე, რომელიც სავალი გზის პერპენდიკულარულად იყო განთავსებული. პარკირების ადგილას ყველგან განლაგებული იყო Bosch-ის დამზღვევი ლიდარები, რომლებიც მოქმედებდნენ Mercedes-Benz-ის ბორტის ავტომატიკასთან ერთად, თუმცა საბოლოო ვარიანტში მსგავსი ინფრასტრუქტურა დამონტაჟდება საპარკინგე სივრცის ჭერზე. გერმანიაში მსგავსი სენსორებით უკვე აღჭურვილია შტუტგარტის აეროპორტის პარკინგი. სენსორები საშუალებას იძლე მძღოლი დარწმუნდეს, რომ მანქანების გადაადგილების ტრაექტორიაში არანაირი დაბრკოლება არ არსებობს და პარკირების ადგილი ნამდვილად თავისუფალია. ელექტრომობილების შემთხვევაში მათ ქვეშ განთავსდება უსადენო დამტენები ან უფრო რთული ვარიანტები ავტომატური მანიპულატორებით, მანქანის ქსელთან სადენით დაკავშირების მიზნით. 

Bosch და Mercedes-Benz გეგმავენ ავტოსადგომების ავტომატიზაციაში მიღებული გამოცდილება გამოიყენონ სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტების შესაქმნელად - სერვისის სადგურებში, რომლებსაც შეეძლებათ მანქანის მიღება მძღოლის გარეშე, ასევე მანქანის სამრეცხაოებსა და დამტენ სადგურები. ელექტრომობილი თავად შეძლებს საკუთარ მდგომარეობაზე ზრუნვას, სანამ მფლობელი უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით იქნება დაკავებული. ასეთი იდეების განხორციელების მთავარი დაბრკოლება კვლავ საკანონმდებლო მოთხოვნებია მძღოლის მოძრავ მანქანაში ყოფნის საჭიროების შესახებ. ფაქტობრივად, შემოთავაზებული ტექნოლოგიები მეოთხე დონის ავტომატიზაციას მიეკუთვნება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.