Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

NVIDIA უახლოვდება GeForce RTX 3090 Ti ვიდეო დაფის გაყიდვების დაწყების თარიღს. ითვლება, რომ პირველი მომხმარებლებისთვის დაფა ხელმისაწვდომი 29 მარტს გახდება. ახალი ფლაგმანური მოდელის გამოსვლა არაოფიციალური ცნობების თანახმად ტექნიკური პრობლემების გამო შეფერხდა, ამჟამად კი GeForce RTX 3090 Ti უკვე გამოჩნდა სხვადასხვა სავაჭრო პლატფორმის ფასების ჩამონათვალში. ცნობილ ენთუზიასტ @momomo_us-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით რესურსი Wccftech აცხადებს, რომ Asus-ის მიერ წარმოებული ახალი ვიდეო დაფა გამოჩნდა კანადაში და მისი ფასი აღწევს ადგილობრივ 5200 დოლარს, ანუ დაახლოებით 4200 აშშ დოლარს, რაც 75%-ით აღემატება ამავე მაღაზიაში არსებულ საბაზისო ვერსიას Ti-ს გარეშე. 

image.png 

ახალი ფლაგმანი საინტერესოა მიუხედავად იმისა, რომ იგი ყველგან არ იქნება ხელმისაწვდომი. პირველ რიგში საინტერესოა, როგორ წარმოაჩენს თავს ეს ვიდეო დაფა ბენჩმარკებზე იმის გათვალისწინებით, რომ გააჩნია სრულფასოვანი ჩიპი GA102 და მაღალსიჩქარიანი მეხსიერება GDDR6X 21გბ/წმ. მეორე, საინტერესოა ისი, როგორ იმუშავებს ეს დაფა - მას ექნება დაახლოებით 450-ვატიანი ან უფრო მაღალი TDP-ის დონე, კვებისთვის პირველად იქნება გამოყენებული 12+4-პინიანი კონექტორი PCIe Gen5. ამჟამინდელმა ფლაგმანმა, რომელსაც უფრო მოკრძალებული მახასიათებლები გააჩნია, პრობლემები გამოიწვია ზოგიერთ მომხმარებელთან 1000 ვატი და მეტი სიმძლავრის კვების ბლოკის გამოყენების შემთხვევაში. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ენერგმოხმარების მატებით, ახალი მოდელი კი კიდევ უფრო მძლავრია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.