Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

გეოპოლიტიკურ მდგომარეობსა და ფედერალური რეზერვების სისტემის განაკვეთთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ შეასუსტა მფლობელების მიერ Bitcoin-ების დაგროვების პროცესი. მოკლევადიან მფლობელებს შორის „არამომგებიანი“ მონეტების მაღალი პროპორციის გათვალისწინებით Glassnode-ის ანგარიშის მიხედვით საბოლოო კაპიტულაცია არ არის გამორიცხული. 

ანალიტიკოსებმა აღმოაჩინეს გაყიდვების ზრდა გრძელვადიანი Bitcoin-ინვესტორების მიერ. ექვსი თვისა და უფრო დიდი ხნის მონეტების წილი 5%-მდე გაიზარდა, რაც წინა რამდენიმე თვისთვის დამახასიათებელი არ იყო. ამჟამინდელ პირობებში ეს არ შეიძლება იქნას განმარტებული, როგორც ჰოდლერების ნდობის დაკარგვის ნიშანი, ხაზგასმით აღნიშნეს ექსპერტებმა. 

image.png

წყარო: Glassnode. 

ინდიკატორი Coin Days Destroyed, რომელიც ითვალისწინებს "უძველესი" მონეტების მოძრაობას, კვლავ მიუთითებს Bitcoin-ების დაგროვებაზე, როგორც სასურველ ქცევაზე. 

ნალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ წინა დათვური ციკლების დასრულებებს ხარების ფინალური კაპიტულაცია მოყვა. მათ არ გამორიცხეს სამომავლოდ მსგავსი სცენარის გამეორება. 

image.png

წყარო: Glassnode. 

გამყიდველების სახით შესაძლოა გვევლინებოდნენ მოკლევადიანი ინვესტორები (ვინც პოზიციებს ინარჩუნებს 155 დღეზე ნაკლები ვადით). მათ მფლობელობაში არსებული Bitcoin-ების 82% (2.51 მლნ BTC) მიმდინარე ფასის მიხედვით „წამგებიანია“. 

image.png

წყარო: Glassnode. 

6 თვეზე ნაკლები ასაკის BTC-ის წილმა მიაღწია ყველა დროის ყველაზე დაბალ ნიშნულს - მთლიანი მიწოდების 24.53%-ს HODL-ტალღის ინდიკატორის მიხედვით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველი ოთხი მონეტიდან სამი წელიწადზე მეტია უმოძრაოა, მიუხედავად ბოლო თვეების ბაზრის ტურბულენტობისა. 

image.png

წყარო: Glassnode. 

დამატებითი დამაიმედებელი ფაქტორი ექსპერტების აზრით არის Bitcoin-ის მკვეთრი გადინება Coinbase-ის საფულეებიდან. მან შეადგინა რეკორდული 31.130 BTC (1.18 მლრდ აშშ დოლარი) 2017 წლის 28 ივლისიდან მოყოლებული. Bitcoin-ბირჟის ბალანსი საბოლოოდ 375.500 BTC-მდე ან ATH-ის 36.6%-მდე შემცირდა 2020 წლის აპრილში. 

”ეს არის ძლიერი სიგნალი იმისა, რომ ინვესტორები სულ უფრო ხშირად განიხილავენ Bitcoin-ს, როგორც რელევანტურ აქტივს თანამედროვე პორტფელებში”, - შეაჯამეს ექსპერტებმა. 

image.png

წყარო: Glassnode. 

შეგახსენებთ, რომ DeVere Group-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა Bitcoin-ის ფასის ზრდა 50 ათას აშშ დოლარამდე მარტში. 

მანამდე ილონ მასკმა განაცხადა, რომ ინარჩუნებს კრიპტოვალუტებს ინფლაციის ზრდის მოლოდინში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.