Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

ევროპარლამენტის ეკონომიკურ და სავალუტო საკითხების კომიტეტმა (ECON) ხმათა უმრავლესობით მიიღო MiCA-ს კანონპროექტი კრიპტოვალუტების რეგულირების შესახებ. 

”კარგი დღე კრიპტო სექტორისთვის! ევროკავშირის პარლამენტმა გზა გაუხსნა კრიპტოვალუტების ინოვაციურ რეგულაციას, რომელიც მსოფლიოს სტანდარტებს დააწესებს. პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ წინ მივდივართ“, - დაწერა მომხსენებელმა შტეფან ბერგერმა. 

დოკუმენტი არ მოიცავცვლილებას მაინინგის აკრძალვის შესახებ Proof-of-Work კონსენსუსის ალგორითმზე, რაც დე ფაქტო ნიშნავდა Bitcoin-ის აკრძალვას, აღნიშნა პარლამენტარმა. 

ECON-მა მხარი დაუჭირა ბერგერის წინადადებას ამ საკითხის შემდგომი განხილვის შესახებ, როგორც ევროკავშირის Taxonomie-ს მდგრადი განვითარების ინიციატივის ნაწილ. 

კანონპროექტის შემდგომი განხილვა ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიის დონეზე გაიმართება. 

MiCA-ს მიღებით ჯამში ECON-მა ძლიერი სიგნალი მისცა ინოვაციებს,” - ხაზგასმით აღნიშნა ბერგერმა. 

კომიტეტის 45-მა წევრმა მხარი დაუჭირა დოკუმენტის ტექსტს, წინააღმდეგი იყო 5, შვიდმა პირმა თავი შეიკავა. 

შეგახსენებთ, რომ შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოსცა განკარგულება ფედერალური სააგენტოების ძალისხმევის კოორდინაციის შესახებ კრიპტოვალუტების რეგულირებაში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.