Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

ილონ მასკი არ გეგმავს კუთვნილი Bitcoin-ის, Ethereum-ისა და Dogecoin-ის თავიდან მოშორებას. ამის შესახებ Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელმა განაცხადა დისკუსიაზე, რომელიც მან გამომწერებს შორის ინფლაციის თემაზე გამართა. 

მასკმა მოიხსენია სტატია Financial Times-იდან, სადაც ნათქვამია, რომ სასაქონლო ბაზრებზე ფასები 2008 წლის შემდეგ უმაღლეს დონეზე გაიზარდა რუსეთიდან ნედლეულის მიწოდების შეწყვეტის საფრთხის ფონზე. ბოლო მონაცემებით აშშ-ში წლიურმა ინფლაციამ 1982 წლიდან დღემდე რეკორდულ 7.9%-ს მიაღწია. 

„მათ, ვისაც ამ საუბრიდან გაკვეთილის სწავლა სურს, სჯობს, ინვესტიცია განახორციელონ ფიზიკურ აქტივებში. შეიძინეთ სახლი ან აქცია კომპანიაში, რომელიც აწარმოებს კარგ პროდუქტებს. სხვათა შორის, მე პირადად ჯერ კიდევ მაქვს Bitcoin, Ethereum და Dogecoin - დაწერა მან. 

მასკი თავისი შეტყობინებთ მაიკლ სეილორს დაეთანხმა. MicroStrategy-ის ხელმძღვანელმა იწინასწარმეტყველა სუსტი ფიატური ვალუტების კოლაფსი და აქციებიდან, სასესხო ქაღალდებიდან და ნაღდი ფულიდან კაპიტალის გადინება Bitcoin-ის მსგავსი „დეფიციტური“ ქონების მიმართულებით. 

მასკის შეტყობინების ფონზე Dogecoin-ის კურსი გარკვეულ მომენტში 10%-ით გაიზარდა. CoinGecko-ს თანახმად სტატიის წერის დროს DOGE-ს დაკარგული ქონდა 1% 24-საათიან პერიოდში. 

image.png

DOGE/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. 
შეგახსენებთ, თებერვლის ბოლოს კრიპტო ბირჟა FTX-ის ხელმძღვანელმა სემ ბენკმან-ფრიდმა განაცხადა, რომ მოსალოდნელია Bitcoin-ზე მოთხოვნის გაზრდა აღმოსავლეთ ევროპაში არსებული ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.