Jump to content

Recommended Posts

Posted

წლის მეორე ნახევარში Intel აპირებს ბაზარზე გამოუშვას მაინინგ ჩიპები Bonanza Mine (BMZ2), რომლებიც, სავარაუდოდ, ხელმისაწვდომი იქნება როგორც ცალკეული კომპონენტების, ასევე ASIC მოწყობილობების ფორმატის სახით. ადრე ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ მიიღო მინიმუმ სამი დიდი შეკვეთა ახალ პროდუქტზე, ახლა კი გავრცელდა ცნობები მეოთხე პარტნიორის - ამერიკული მაინინგ კომპანია HIVE Blockchain-ის შესახებ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: intel.com 

HIVE დაინტერესებულია Bonanza Mine ASIC-ების შეძენით და მუშაობს მათ საკუთარ აპარატურაში ინტეგრირებაზე. კომპანიას სურს მნიშვნელოვნად გააფართოოს საქმიანობა თავისი მანქანების მთლიანი პროდუქტიულობის 95%-ით, 1.9-დან თითქმის 3.8 Eh/s-მდე გაზრდით. დამკვეთი ახალი აღჭურვილობის განთავსებას წლის მეორე ნახევარში გეგმავს. 

Intel-ს ჯერჯერობით არ განუცხადებია ASIC-მოწყობილობების ის რაოდენობა, რასაც HIVE-ს მიაწვდის. BMZ2-ის ფასი და ტექნიკური მახასიათებლებიც ჯერჯერობით ოციფიალურად არ გახმაურებულა, თუმცა წინასწარი, დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად სისტემების წარმადობა იქნება 135 Thash/s 26 J/Thash ეფექტურობით, ფასი კი 5625 აშშ დოლარი. თუკი HIVE საკუთარი არსენალის გაორმაგებას გეგმავს, გამოდის, რომ მისი შეკვეთა მოიცავს BMZ2-ის დაახლოებით 14 ათას ეგზემპლარს, რომელთა ჯამური ღირებულება 78 მლნ აშშ დოლარს აღემატება. 

Bitcoin ფინანსურ სამყაროში რევოლუციურ გადაწყვეტილებად ითვლება, მაგრამ ბევრ სხვა კრიპტოვალუტასთან ერთად მას აკრიტიკებენ ენერგიის მოხმარებისა და გარემოსთვის ზიანის მიყენების პრობლემის გამო. აღსანიშნავია, რომ Intel დიდი ხნის განმავლობაში არიდებდა თავს მაინინგ ინდუსტრიას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.