Magdalena Posted March 15, 2022 Posted March 15, 2022 კომპანია ASUS-მა დააანონსა მცირე ფორმ-ფაქტორის დესკტოპ კომპიუტერი Mini PC PN63-S1, რომლის კორპუსის ზომაა 120 × 130 × 58 მმ. მოწყობილობა წარმოდგენილი იქნება ოპერაციული სისტემა Windows 11 Pro-თი ან Windows 11 Home-ით. ფოტოს წყარო: ASUS კომპიუტერს საფუძვლად უდევს აპარატული პლატფორმა Intel Tiger Lake. მაქსიმალურ კონფიგურაციაში წარმოდგენილია პროცესორი Core i7-11370H ოთხი ბირთვით (ინსტრუქციის რვა ნაკადი) და გრაფიკული ამაჩქარებლით Intel Iris Xe. ტურბო რეჟიმში მაქსიმალური სიხშირე აღწევს 4.8 გჰც-ს. კომპიუტერს ექნება 64 გბ-მდე DDR4 ტიპის ოპერატიული მეხსიერება. შესაძლებელია განთავსდეს სამი მყარი დისკი - ერთი 2.5-დუიმიანი და ორი M.2 ფორმატის SSD (მათ შორის PCIe 4.0 ინტერფეისის მქონე). აღჭურვილობაში შედის Wi-Fi 6 და Bluetooth 5.0 უსადენო კავშირების ადაპტერები, აგრეთვე ქსელის კონტროლერი 2.5GbE. ინტერფეისების ნაკრებში შედის USB 3.2 Gen2 Type-C და USB 3.2 Gen2 (×3), HDMI 1.4, Mini DP 1.2, ქსელის სადენის კონექტორი და სტანდარტული აუდიოკონექტორი. გარდა ამისა, გათვალისწინებულია კონფიგურირებადი პორტი. მინი კომპიუტერი გაიყიდება დაახლოებით 430 ევროდ. https://tinyurl.com/ys2kpk28 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.