Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია ASUS-მა დააანონსა მცირე ფორმ-ფაქტორის დესკტოპ კომპიუტერი Mini PC PN63-S1, რომლის კორპუსის ზომაა 120 × 130 × 58 მმ. მოწყობილობა წარმოდგენილი იქნება ოპერაციული სისტემა Windows 11 Pro-თი ან Windows 11 Home-ით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ASUS 

კომპიუტერს საფუძვლად უდევს აპარატული პლატფორმა Intel Tiger Lake. მაქსიმალურ კონფიგურაციაში წარმოდგენილია პროცესორი Core i7-11370H ოთხი ბირთვით (ინსტრუქციის რვა ნაკადი) და გრაფიკული ამაჩქარებლით Intel Iris Xe. ტურბო რეჟიმში მაქსიმალური სიხშირე აღწევს 4.8 გჰც-ს. 

კომპიუტერს ექნება 64 გბ-მდე DDR4 ტიპის ოპერატიული მეხსიერება. შესაძლებელია განთავსდეს სამი მყარი დისკი - ერთი 2.5-დუიმიანი და ორი M.2 ფორმატის SSD (მათ შორის PCIe 4.0 ინტერფეისის მქონე). 

image.jpeg 

აღჭურვილობაში შედის Wi-Fi 6 და Bluetooth 5.0 უსადენო კავშირების ადაპტერები, აგრეთვე ქსელის კონტროლერი 2.5GbE. ინტერფეისების ნაკრებში შედის USB 3.2 Gen2 Type-C და USB 3.2 Gen2 (×3), HDMI 1.4, Mini DP 1.2, ქსელის სადენის კონექტორი და სტანდარტული აუდიოკონექტორი. გარდა ამისა, გათვალისწინებულია კონფიგურირებადი პორტი. 

მინი კომპიუტერი გაიყიდება დაახლოებით 430 ევროდ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.