Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Apple-მა წარადგინა M1 სერიის ახალი პროცესორი - 20-ბირთვიანი M1 Ultra. პროცესორი გვთავაზობს სერიის მაქსიმალურ წარმადობას და განკუთვნილია სრულიად ახალ სამუშაო სადგურ Mac Studio-ში გამოყენებისთვის. 

image.jpeg 

M1 Ultra-ს მთავარი მახასიათებელია არქიტექტურა UltraFusion. მისი წყალობით Apple-მა გააერთიანა ორი M1 Max ჩიპი ერთ გიგანტურ პროცესორში. ეს შესაძლებელი გახდა M1 Max ჩიპში ადრევე გათვალისწინებული პროცესორთაშორისი დამაკავშირებლით, რომლის სიჩქარეა 2.5 ტბ/წმ. ჯამში M1 Ultra-ში გაორმაგებულია M1 Max-ის მახასიათებლები: ახალ პროცესორს აქვს 20 ბირთვი CPU (16 მაღალი წარმადობის და 4 ენერგოეფექტური), 64 GPU ბირთვი და 32-ბირთვიანი ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებელი. 

რქიტექტურა UltraFusion საშუალებას იძლევა დაკავშირდეს პროცესორის ორი კრისტალი ნახევრადგამტარი ფირფიტის მეშვეობით, რომელშიც 10 ათასზე მეტი კავშირი გადის. სწორედ ასეთმა მიდგომამ მისცა Apple-ს საშუალება მიეღო ერთიანი გიგანტური ჩიპი 114 მილიარდი ტრანზისტორით, რომელიც შემადგენლობის მიუხედავად ყველა პროგრამული უზრუნველყოფის მიერ აღიქმება, როგორც ერთიანი პროცესორი. 

image.jpeg 

Apple ამტიცებს, რომ M1 Ultra-ს წარმადობა სტანდარტული M1 ჩიპისას რვაჯერ აღემატება. უფრო მეტიც, პრეზენტაციის მსვლელობისას კომპანიამ მიუთითა, რომ M1 Ultra გვთავაზობს 90%-ით უკეთეს წარმადობას Core i9-12900K ჩიპთან შედარებით იდენტური ენერგომოხმარების პირობებში. M1 Ultra-ს მაქსიმალური ენერგომოხმარება კი Intel-ის პროცესორთან შედარებით 100 ვატით ნაკლებია. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Apple M1 სერიის ყველა პროცესორს საფუძვლად უდევს ARM არქიტექტურა და იწარმოება TSMC N5 ტექნოპროცესით. 

image.jpeg 

რაც შეეხება M1 Ultra-ს ინტეგრირებულ გრაფიკას, Apple-ის თქმით მისი წარმადობა GeForce RTX 3090-ის მსგავსია 200 ვატით ნაკლები ენერგომოხმარების პირობებში. 

image.jpeg 

M1 Ultra-ს მეხსიერების სიჩქარეა 800 გბ/წმ - ეს მაჩვენებელი ორარხიან DDR5-4800-ს აღემატება. უნიფიცირებული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობაა 128 გბ, საიდანაც გრაფიკული ბირთვის პროცესორი საკუთარი საჭიროებისთვის მოიხმარს 48 გბ-მდე. 

image.jpeg 

M1 Ultra-ს დებიუტი შედგა ახალ დესკტოპ კომპიუტერ Mac Studio-ში, რომელიც წარმოადგენს კომპაქტური კორპუსის მქონე სამუშაო სადგურს. როგორც კომპანია მიუთითებს, ამგვარი კომპიუტერები განკუთვნილია დეველოპერებისთვის, მხატვრებისთვის და ვიდეოს სფეროს პროფესიონალებისთვის და მათ სთავაზობს მეტ წარმადობას, ვიდრე სტანდარტული 28-ბირთვიანი Mac Pro. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ სამომავლოდ M1 Ultra ასევე მოხვდება Mac Pro სერიის მომავალ კომპიუტერებში, თუმცა თავად Apple-ს ამგვარი გეგმები არ გაუჟღერებია. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.