Jump to content

Recommended Posts

Posted

ევროპელ მომხმარებლებს, რომლებსაც ახალი ვიდეო დაფების ყიდვა სურთ, სიხარულის მიზეზი აქვთ. სტატისტიკა აჩვენებს, რომ დაფებზე ფასები ამჟამად მინიმალურია ერთი წლის წინანანდელ მდგომარეობასთან შედარებით. 

image.jpeg 

3DCenter-ის ანგარიში აჩვენებს, რომ RTX 3000 და Radeon RX 6000 სერიის ვიდეო დაფები 41%-ით და 35%-ით აღემატება სარეკომენდაციო საცალო ფასებს გერმანიის საცალო მაღაზიებში, შესაბამისად. როგორც ხედავთ, სარეკომენდაციოსგან ფასები ჯერ კიდევ შორს არის, მაგრამ ეს არის მინიმალური ღირებულება გასული წლის იანვრიდან მოყოლებული. იმ დროს განსხვავება იყო 42% AMD-ს და 34% Nvidia-ს შემთხვევაში. 

ორივე კომპანიის ვიდეო დაფებზე ფასები 12 დეკემბრის შემდეგ მცირდება. იმ დროს მათი ფასები სარეკომენდაციოს 80%-ით აღემატებოდა. გასული წლის მაისში, როდესაც კრიპტოვალუტების კურსი მაქსიმალური იყო, NVIDIA-ს ვიდეო დაფები სარეკომენდაციო ფასზე 218%-ით მაღალი იყო, AMD-ს კი - 116%-ით. 

image.jpeg 

გერმანულ საცალო ვაჭრობაში ხელმისაწვდომობა უმჯობესდება და მაქსიმალურია მას შემდეგ, რაც 3D Center-მა შესაბამისი სტატისტიკის წარმოება დაიწყო. ეს ყველაფერი ხდება Ethereum-ის კურსის ვარდნის ფონზე და დიდი ალბათობით დამთხვევას არ წარმოადგენს, წერს Techspot. 

გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ ვიდეო დაფების მიწოდება 2021 წლის ბოლო კვარტალში გაიზარდა. 29 მარტს მოსალოდნელია ფლაგმანური RTX 3090 Ti-ს გამოსვლა. NVIDIA-მ ასევე შესაძლოა გამოუშვას GeForce RTX 3050-ის ორი ახალი ვერსია. მიმდინარე წელს მოსალოდნელია ახალი თაობის ვიდეო დაფების გამოსვლა Nvidia-ს, AMD-სა და Intel-სგან. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.