Jump to content

Recommended Posts

Posted

გერმანული მანქანათმშენებელი კომპანია Volkswagen ააშენებს 2 მლრდ ევროს ღირებულების ქარხანას მთავარ საწარმოსთან ხლოს ვოლფსბურგში. ახალი პლატფორმა გამოყენებული იქნება სამომავლო ფლაგმანურ ელექტრომობილ Trinity-ს წარმოებისთვის. ქარხნის მშენებლობა დაიწყება 2023 წელს, პირველი ელექტრომობილები კი კონვეირზე 2026 წლისთვის გავა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Electrek 

არსებული ცნობების თანახმად Volkswagen-ის ფლაგმანური ელექტრომობილის შემუშავების პროექტი პროგრამა Audi Artemis-ის ანალოგიურია, რომლის ფარგლებში იგეგმება მაღალეფექტური ავტომობილების სერიის შექმნა ელექტრო ძრავზე. Trinity-ს შესახებ ამჟამად ცოტა რამ არის ცნობილი. Volkswagen-მა განაცხადა მხოლოდ ის, რომ ფლაგმანური ელექტრომობილი გამორჩეული იქნება „დამუხტვის გაცილებით მცირე დროით და 700 კმ-ზე მეტი გავლის მარაგით“. ამჯერად კი ავტომწარმოებელმა აღნიშნა, რომ Trinity გამოვა ახალი ქარხნიდან, რომლის მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება. 

Volkswagen-მა მიაღწია კიდევ ერთ ეტაპს ტრანსფორმაციის გზაზე: ახალი კომპლექსი ელექტრომობილ Trinity-ს წარმოებისთვის, რომლის ინვესტიცია 2 მლრდ ევროს შეადგენს და აშენდება მთავარ ქარხანასთან ახლოს ვოლფსბურგში. კონცერნის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ახალი ქარხანა გადამწყვეტი კომპონენტია Volkswagen-ის მთავარი საწარმოს მოდერნიზაციის უდიდეს პროგრამაში“ - ნათქვამია კომპანიის შეტყობინებაში. 

გერმანულმა ავტომწარმოებელმა აგრეთვე განაცხადა, რომ გეგმავს გაზარდოს წარმოების სიჩქარე და ეფექტურობა. კომპანიის მიზანია ერთი ელექტრომობილის აწყობა 10 საათზე ნაკლებ დროში განხორციელდეს. ამჟამად კომპანიის ერთი ელექტრომობილის წარმოებას დაახლოებით 30 საათი სჭირდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.