Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

მორიგი გადაანგარიშების შედეგად Bitcoin-ის მაინინგის სირთულე პირველად შემცირდა 2021 წლის ნოემბრის შემდეგ. მაჩვენებელმა 27.55 მილიონი (T) შეადგინა. 

პროცენტულ შეფარდებაში შემცირება წინა მოვლენის ანალოგიური - 1.49% აღმოჩნდა. 

image.jpeg 

წყარო: BTC.com. 

დაახლოებით ორკვირიან პერიოდში, რომელიც ყოფს მაჩვენებლის გადაანგარიშებებს, საშუალო ჰეშრეითმა შეადგინა დაახლოებით 197 EH/s - წინა დროის მონაკვეთში ეს მაჩვენებელი 200 EH/s იყო. იმ დროს სირთულის მხრივ დაფიქსირდა ისტორიული მაქსიმუმი - 29.97 Т.  

Glassnode-ის თანახმად Bitcoin-ის ქსელის გამომთვლელი სიმძლავრის ცვლადმა შვიდდღიანმა საშუალო მაჩვენებელმა მიაღწია 17 თებერვლის მაქსიმუმს, 214.7 EH/s-ს, შემდეგ კი კლებისკენ გადავიდა. 

image.pngწყარო: Glassnode. 

2021 წელს ჰეშრეითმა მაისში დაიწყო კლება სიჩუანში მაინერების ელექტრომომარაგების პრობლემების გამო. შემცირება გაგრძელდა აკრძალვის გამო ინდუსტრიის მოთამაშეების ჩინეთიდან გასვლიშედეგად. 

ასევე შემცირდა გამომთვლელ სიმძავრესთან კორელირებადი სირთულე. ერთ-ერთი გადაანგარიშების შეჯამებით ივლისში ვარდნამ რეკორდული 27.94% შეადგინა. 

ორივე მაჩვენებელმა აღდგენა აგვისტოსკენ დაიწყო. იმ დროს Bitcoin-ის ჰეშრეითის წილის ლიდერი პირველად გახდა აშშ. 

შეგახსენებთ, თებერვალში პირველი კრიპტოვალუტის მაინერების შემოსავალი 13%-ით შემცირდა წინა თვესთან შედარებით და ოდნავ გადააჭარბა 1 მლრდ აშშ დოლარს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.