Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

მიმდინარე თვიდან AMD, Intel და NVIDIA იწყებენ ახალი და განახლებული ვიდეო დაფების გამოშვებას. დესკტოპ მოდელების გამოსვლის თარიღებისა და მოსალოდნელი მახასიათებლების შესახებ ძირითადი ინფორმაცია შეაგროვა რესურს 3DCenter-მა. Intel-ის შემთხვევაში გამოშვების დრო ოფიციალურად გაჟერდა, პროდუქტების ბაზარზე გამოსვლა დაიწყება პირველი კვარტლის ბოლოს. ჯერ გამოვა მობილური ვიდეო დაფები, მეორე კვარტალში - დესკტოპ მოდელები, წლის ბოლოს კი - პროფესიონალური ვიდეო დაფები. პროდუქების დეტალური მახასიათებლები კომპანიას არ გაუხმაურებია. 

image.png 

NVIDIA-მ ასევე ოფიციალურად გამოაცხადა GeForce RTX 3090 Ti-ს გამოშვება, მაგრამ ვიდეო დაფა ჯერ არ გამოჩენილა გაყიდვაში და კომპანია არ განმარტავს ამის მიზეზებს. არაოფიციალური ცნობების თანახმად ამაჩქარებელი მარტის ბოლოს გამოჩნდება. 

AMD არ საუბრობს ახალ მოდელებზე, ინფორმაცია მთლიანად ეფუძნება ინსაიდერების მოსაზრებებს. როგორც ამბობენ, Radeon RX 6000 სერიები განახლდება სამი მოდელით - 6950XT, 6750XT და 6650XT, ყველა მათგანს უნდა ჰქონდეს 18Gbps GDDR6 მეხსიერება. ასევე მოსალოდნელია RX 6500-ის გამოჩენაც. ვარაუდობენ, რომ მახასიათებლებით იგი 6400-ის მსგავსი იქნება, მაგრამ მისგან განსხვავებით საცალო ვაჭრობაში გამოვა. 

  • Magdalena changed the title to ახალი დესკტოპ ვიდეო დაფების გამოსვლის სავარაუდო თარიღები და მახასიათებლები ერთ ცხრილში

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.