Magdalena Posted March 5, 2022 Posted March 5, 2022 ხმები Apple-ის განზრახვის შესახებ - მარტში გამართოს ახალი პროდუქტების წლევანდელი პირველი პრეზენტაცია, ბოლო რამდენიმე კვირაა ვრცელდება. შედგა ამ ღონისძიების ანონსი, რომელიც გაიმართება ონლაინ ფორმატში და გადაიცემა როგორც კომპანიის ვებ-გვერდზე, ასევე YouTube პლატფორმაზე. პრეზენტაციის სლოგანია „მაქსიმალური წარმადობა“ (Peek performance). სამომავლო მოწყობილობებს რაც შეეხება, მიიჩნევა, რომ Apple დააანონსებს ახალ iPhone SE-ს 5G მხარდაჭერით, აგრეთვე პლანშეტ iPad Air-ს და რამდენიმე კომპიუტერს, რომელთაგან ერთ-ერთი შესაძლოა იყოს ლეპტოპი MacBook Pro ახალი საფირმო M2 ჩიპით. როგორც მოსალოდნელი იყო, Apple-ს არ გაუზიარებია წინასწარი ინფორმაცია, თუ რა ელოდებათ მომხმარებლებს პრეზენტაციაზე. ყველაზე მეტად მოსალოდნელია მესამე თაობის iPhone SE-ის ანონსი, რომელსაც ექნება 5G ქსელის მხარდაჭერა. არაოფიციალური ცნობების თანახმად მოწყობილობა მემკვიდრეობით მიიღებს 2020 წლის მოდელის (უფრო სწორად, iPhone 8-ის კიდევ უფრო ძველი დიზაინის) იერსახეს, მაგრამ განსხვავებული იქნება უფრო მძლავრი აპარატურით, რომელიც აგებულია საფირმო A15 Bionic პროცესორზე (გამოიყენება iPhone 13-ში). კიდევ ერთი სიახლე იქნება პლანშეტი iPad Air, რომელსაც ასევე ექნება 5G. წარმადობის მხრივ პლანშეტი დიდწილად მოგვაგონებს აქტუალურ iPad mini-ს: მასაც ექნება პროცესორი A15 Bionic, 12-მეგაპიქსელიანი ულტრაფართოკუთხიანი ფრონტალური კამერა და ფლეშ-განათება ოთხი შუქდიოდით. დიზაინს რაც შეეხება, დიდი ალბათობით, იგი ნასესხები იქნება წინა აქტუალურ მოდელ iPad Air-ისგან, რომელიც 2020 წელს გამოვიდა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი სიახლე მომავალ ღონისძიებაზე შეიძლება იყოს ახალი Mac კომპიუტერი, მაგრამ ამის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ასევე შესაძლებელია ახალი MacBook Pro-ს გამოჩენა, რომელიც აგებულია საფირმო Arm-პროცესორ M2-ის ბაზაზე. რეალურად რას უმზადებს Apple მომხმარებლებს, შეგიძლიათ გაიგოთ ონლაინ-ტრანსლაციის დროს რამდენიმე დღეში. https://tinyurl.com/2p8ty9p5 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.