Jump to content

Recommended Posts

Posted

ხმები Apple-ის განზრახვის შესახებ - მარტში გამართოს ახალი პროდუქტების წლევანდელი პირველი პრეზენტაცია, ბოლო რამდენიმე კვირაა ვრცელდება. შედგა ამ ღონისძიების ანონსი, რომელიც გაიმართება ონლაინ ფორმატში და გადაიცემა როგორც კომპანიის ვებ-გვერდზე, ასევე YouTube პლატფორმაზე. პრეზენტაციის სლოგანი „მაქსიმალური წარმადობა“ (Peek performance). 

image.jpeg 

სამომავლო მოწყობილობებს რაც შეეხება, მიიჩნევა, რომ Apple დააანონსებს ახალ iPhone SE-ს 5G მხარდაჭერით, აგრეთვე პლანშეტ iPad Air-ს და რამდენიმე კომპიუტერს, რომელთაგან ერთ-ერთი შესაძლოა იყოს ლეპტოპი MacBook Pro ახალი საფირმო M2 ჩიპით. როგორც მოსალოდნელი იყო, Apple-ს არ გაუზიარებია წინასწარი ინფორმაცია, თუ რა ელოდებათ მომხმარებლებს პრეზენტაციაზე.  

ყველაზე მეტად მოსალოდნელია მესამე თაობის iPhone SE-ის ანონსი, რომელსაც ექნება 5G ქსელის მხარდაჭერა. არაოფიციალური ცნობების თანახმად მოწყობილობა მემკვიდრეობით მიიღებს 2020 წლის მოდელის (უფრო სწორად, iPhone 8-ის კიდევ უფრო ძველი დიზაინის) იერსახეს, მაგრამ განსხვავებული იქნება უფრო მძლავრი აპარატურით, რომელიც აგებულია საფირმო A15 Bionic პროცესორზე (გამოიყენება iPhone 13-ში). 

კიდევ ერთი სიახლე იქნება პლანშეტი iPad Air, რომელსაც ასევე ექნება 5G. წარმადობის მხრივ პლანშეტი დიდწილად მოგვაგონებს აქტუალურ iPad mini-ს: მასაც ექნება პროცესორი A15 Bionic, 12-მეგაპიქსელიანი ულტრაფართოკუთხიანი ფრონტალური კამერა და ფლეშ-განათება ოთხი შუქდიოდით. დიზაინს რაც შეეხება, დიდი ალბათობით, იგი ნასესხები იქნება წინა აქტუალურ მოდელ iPad Air-ისგან, რომელიც 2020 წელს გამოვიდა. 

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი სიახლე მომავალ ღონისძიებაზე შეიძლება იყოს ახალი Mac კომპიუტერი, მაგრამ ამის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ასევე შესაძლებელია ახალ MacBook Pro-ს გამოჩენა, რომელიც აგებულია საფირმო Arm-პროცესორ M2-ის ბაზაზე. რეალურად რას უმზადებს Apple მომხმარებლებ, შეგიძლიათ გაიგოთ ონლაინ-ტრანსლაციის დროს რამდენიმე დღეში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.