Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟა (CME) გამოუშვებს ოფციონურ კონტრაქტებს, რომელთა ძირითადი აქტივები იქნება Bitcoin-ისა და Ethereum-ის მიკროფიუჩერები. ინსტრუმენტებით ვაჭრობა დაიწყება 2022 წლის 28 მარტს მარეგულირებლების მიერ დამტკიცების შემდეგ. 

„ოპციონრი კონტრაქტები ტრეიდერებს საშუალებას მისცემს ეფექტურად მოახდინონ ბაზრის მოვლენების ჰეჯირება უფრო დიდი სიზუსტით და მოქნილობით, რაც ნებისმიერი ზომის ტრეიდერს მისცემს ციფრულ აქტივებზე წვდომის შესაძლებლობას“, - ნათქვამია ბირჟის განცხადებაში. 

CME-მ გამოუშვა Micro Bitcoin (MBT) მაისში, Micro Ethereum (MET) - 2021 წლის დეკემბერში. ორივე შემთხვევაში ხელშეკრულება წარმოადგენს ძირითადი აქტივის მეათედს და არის საანგარიშსწორებო. 

პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ბაზარზე ინსტრუმენტების მიმოქცევის დროს მათი საერთო ვაჭრობის მოცულობამ 5.2 მილიონ კონტრაქტს გადააჭარბა. 

ფიუჩერსებისგან განსხვავებით ოფციონი აძლევს მფლობელს უფლებას, მაგრამ არა ვალდებულებას - იყიდოს ან გაყიდოს ძირითადი აქტივი წინასწარ განსაზღვრულ ფასად ხელშეკრულების პერიოდის განმავლობაში. 

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის დეკემბერში სვოპებისა და დერივატივების საერთაშორისო ასოციაციამ დაიწყო ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების გლობალური სტანდარტების შემუშავება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.