Jump to content

Recommended Posts

Posted

ისეთი კომპანიების მაღალი კონცენტრაციის მიუხედავად, რომლებიც ტრანსპორტისთვის ავტოპილოტირების სისტემებს ქმნიან, კალიფორნია დღემდე ინარჩუნებს საკმაოდ კონსერვატიულ პოლიტიკას ამგვარი მანქანების საზოგადოებრივი გამოყენების გზებზე გამოცდასთან მიმართებაში. და მაინც, კომპანიებმა Waymo-მ და Cruise-მა მიმდინარე კვირაში ნებართვა მიიღეს კალიფორნიაში დაიწყონ უპილოტო ტაქსების ტესტირება მგზავრებისგან ტრანსპორტირების საფასურის სანაცვლოდ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Waymo 

როგორც Reuters აცხადებს, შესაბამისი გადაწყვეტილება ორივე კომპანიას მიენიჭა გარკვეული შეზღუდვების პირობების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს დროსა და ტერიტორიაში გარკვეულ შეზღუდვას, აგრეთვე აუცილებელია, რომ საჭესთან დაზღვევის მიზნით მძღოლი იმყოფებოდეს. ადრე სატესტო მგზავრობები ხორციელდებოდა მგზავრებისგან საფასურის მიღების გარეშე. General Motors-ის შვილობილი კომპანია აგრეთვე ცდილობს მოიპოვოს ნებართვა სრულად ავტომატური მანქანების პროტოტიპების ექსპლუატაციაზე, რომლებსაც არ აქვთ კონტროლის სტანდარტული ინსტრუმენტები და არ არის გათვალისწინებული დამზღვევი მძღოლის თანდასწრება. 

Cruise უფლებამოსილია კომერციული სამგზავრო ტრანსპორტირება განახორციელოს სან-ფრანცისკოს შერჩეულ ქუჩებზე საღამოს 10:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე 48 კმ/სთ სიჩქარით. კონკურენტმა Waymo-მ, რომელიც Google-თან ერთად ჰოლდინგ Alphabet-ის ნაწილია, მოიპოვა მგზავრების გადაყვანის უფლება სან-ფრანცისკოსა და სან-მატეოს გარკვეულ რაიონებში 104 კმ/სთ-მდე სიჩქარით. ორივე კომპანიას ეკრძალება ძლიერი წვიმის ან ნისლის დროს მუშაობა. Waymo-ს მგზავრების ტრანსპორტირების მსგავსი გამოცდილება აქვს არიზონას ტერიტორიაზე, სადაც მას უკვე დიდი ხანია გადაყავს მომხმარებლები კომერციულ საფუძველზე. კომპანიის წარმომადგენლების განცხადები კალიფორნიაში მსგავსი სერვისით სარგებლობის სურვილს ათობით ათასი მომხმარებელი გამოხატავს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.