Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

რუსული ბანკების გათიშვა SWIFT-დან და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სხვა ფინანსური სანქცი გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითი ფაქტორი იქნება კრიპტოვალუტის ბაზრისთვის. ასეთი მოსაზრება გამოთქვა BTC.TOP pool-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა Jiang Zhuoer-მა. 

ექსპერტის თქმით საგარეო სავაჭრო საქმიანობის განსახორციელებლად რუსეთი შეზღუდვების გვერდის ავლის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებას შეეცდება, მათ შორის ციფრული აქტივების დახმარებით. თუმცა, ამჟამინდელ კრიპტო ბაზარ არ შეუძლია მხარი დაუჭიროს საგარეო ვაჭრობის მთელ მოცულობას, აღნიშნა Jiang-მა. 

სტატისტიკის მიხედვით 2021 წელს რუსეთის ფედერაციის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 789 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. 

„ვაჭრობის უზარმაზარი მოცულობის გამო კრიპტოვალუტების სივრცეში შემოსული თანხების მცირე ნაწილიც კი გიგანტური სტიმული იქნება ინდუსტრიისთვის“, - თქვა Jiang-მა. 

მან აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში ვირტუალური ვალუტები ასევე შეიძლება გახდეს პირადი გადახდების არხი, რადგან „ადამიანების უმეტესობისთვის SWIFT-ის გვერდის ავლ ძალიან ძვირი და მძიმეა“. 

მედიამ ციფრული რუბლი და გამოსასყიდი პროგრამები რუსეთის ფედერაციის სანქციების გვერდის ავლის შესაძლო გზებად დაასახელა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.