Magdalena Posted March 2, 2022 Posted March 2, 2022 რუსული ბანკების გათიშვა SWIFT-დან და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სხვა ფინანსური სანქცია გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითი ფაქტორი იქნება კრიპტოვალუტის ბაზრისთვის. ასეთი მოსაზრება გამოთქვა BTC.TOP pool-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა Jiang Zhuoer-მა. ექსპერტის თქმით საგარეო სავაჭრო საქმიანობის განსახორციელებლად რუსეთი შეზღუდვების გვერდის ავლის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებას შეეცდება, მათ შორის ციფრული აქტივების დახმარებით. თუმცა, ამჟამინდელ კრიპტო ბაზარს არ შეუძლია მხარი დაუჭიროს საგარეო ვაჭრობის მთელ მოცულობას, აღნიშნა Jiang-მა. სტატისტიკის მიხედვით 2021 წელს რუსეთის ფედერაციის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 789 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. „ვაჭრობის უზარმაზარი მოცულობის გამო კრიპტოვალუტების სივრცეში შემოსული თანხების მცირე ნაწილიც კი გიგანტური სტიმული იქნება ინდუსტრიისთვის“, - თქვა Jiang-მა. მან აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში ვირტუალური ვალუტები ასევე შეიძლება გახდეს პირადი გადახდების არხი, რადგან „ადამიანების უმეტესობისთვის SWIFT-ის გვერდის ავლა ძალიან ძვირი და მძიმეა“. მედიამ ციფრული რუბლი და გამოსასყიდი პროგრამები რუსეთის ფედერაციის სანქციების გვერდის ავლის შესაძლო გზებად დაასახელა. https://tinyurl.com/477amdzs Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.