Jump to content

Recommended Posts

Posted

Apple მუშაობს iPad-ისა და MacBook-ის ჰიბრიდის შექმნაზე, რომელსაც 20-დუიმიანი დრეკადი დისპლეი ექნება - განაცხადა Bloomberg-ის წარმომადგენელმა Mark Gurman-მა Display Supply Chain Consultants-ის (DSCC) ანალიტიკოს Ross Young-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

image.jpeg 

ფოტოზე: Lenovo ThinkPad X1 Fold 

Gurman-ის თქმით, ადრე ვრცელდებოდა ცნობები, რომ დრეკად iPad/MacBook-ს შესაძლოა დაუკავშირდეს ფიზიკური კლავიატურა ან დასაკეცი ეკრანის ერთი ნახევარი გამოყენებულ იქნას ვირტუალური კლავიატურის სახით. წყაროები ამტკიცებენ, რომ Apple-მა მეორე ვარიანტი აირჩია. დიდწილად მოწყობილობას ექნება დიდი ზომის iPad-ის იერსახე, რომელიც შესაძლებელია დაიკეცოს გადატანისთვის ხელსაყრელ პოზიციაში ან იმ შემთხვევაში, თუკი დისპლეის ნახევარი სავსებით საკმარისია სასურველი ამოცანის შესრულებისთვის. შესაძლოა, მიწოდების ნაკრებში შევიდეს ასევე მოხსნადი ფიზიკური კლავიატურა. 

როგორც Gurman ამტკიცებს, კომპანია ამ მოწყობილობაზე ბოლო ორი წლის განმავლობაში მუშაობდა, მაგრამ როდის იხილავს დღის სინათლეს, ჯერჯერობით უცნობია. Ross Young-ის თქმით Apple დასაკეცი მოწყობილობის გამოშვებას დაახლოებით 2026 წლისთვის გეგმავს, რაც შეესაბამება Apple-ის ავტომობილისა და შერეული რეალობის ჰედსეტის წარმოების დაწყების თარიღს. 

მსგავსი მოწყობილობა შექმნა Lenovo-მ 2020 წლის ბოლოს - ეს არის, 13.3-დუიმიანი ლეპტოპი-ტრანსფორმერი დრეკადი ეკრანით ThinkPad X1 Fold. თუმცა როგორც რესურსი Digital Trends აცხადებს, იგი გამოსაყენებლად არც ისე მოსახერხებელი აღმოჩნდა „ვიწრო“ ფიზიკური კლავიატურისა და სენსორული პანელის გამო. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.