Jump to content

Recommended Posts

Posted

თითქმის არავინ ელოდა, რომ 2022 წლის თებერვალში გეიმინგ დონის სამომხმარებლო ვიდეო დაფები სარეკომენდაციო ფასზე იაფად გაიყიდებოდა, თუმცა ასე მოხდა. Mindfactory - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანული ინტერნეტ-მაღაზია, რომელიც ტექნიკას ყიდის, ფასებს აქვეყნებს. მის ვებ-გვერდზე წარმოდგენილია AMD-ის პარტნიორების ვიდეო დაფები, რომელთა ფასი სარეკომენდაციოზე დაბალია. ეს სიახლე საინტერესო შეძლება იყოს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ისინი, ვისაც GPU-ის განახლება სურს, უახლეს კომპიუტერულ თამაშებში რეითრეისინგისა და 4K გამოსახულების გამოყენება - ნუ იჩქარებენ: სიახლე ეხება სუსტ ვიდეო დაფებს AMD Radeon RX 6500 XT-ს. 

RX 6500 XT მოდელების მარაგი საკმაოდ მაღალია. ASRock ITX-ის 58 მოდელია ხელმისაწვდომი 199 ევროდ და 32 მოდელი 229 ევროდ. როგორც ჩანს, ეს მოდელები დიდად აქტიურად ვერ იყიდება და სწორედ ამან განაპირობა სარეკომენდაციო ფასების დაკლება. 

Mindfactory-ის განცხადებაში ნაჩვენებია AMD Radeon RX 6500 XT-ის ორი მოდელი, რომლებიც ხელმისაწვდომია შესყიდვისთვის. ASRock Radeon RX 6500XT Challenger ITX და Gigabyte Radeon RX 6500 XT Eagle ხელმისაწვდომია 199 ევროდ. 

კონტექსტში თუ განვიხილავთ, გერმანიაში AMD Radeon RX 6500 XT  ვიდეო დაფის საბაზისო მოდელის მინიმალური ფასი 209 ევროს შეადგენს. გარდა ამისა, გერმანიაში მოქმედებს 19%-იანი დღგ, რის მიხედვით ASRock ITX-ის ფასი 160 ევრო გამოდის გადასახადის გარეშე. თუ ამ თანხას ამერიკულ დოლარში გადავიყვანთ, მივიღებთ 182 აშშ დოლარს გაყიდვების გადასახადამდე. 

image.jpeg 

Posted

აწი გაიაფდება ვიდეოები რუსეთის ბაზარი დაიხურა და დეფციტიც შემცირდება

მესამე მსოფლიო ომიც თუ დაიწყო მერე უკვე საერთოდ უფასოდ იქნება ესეთი რამეები

Posted
4 hours ago, david_888 said:

მესამე მსოფლიო ომიც თუ დაიწყო მერე უკვე საერთოდ უფასოდ იქნება ესეთი რამეები

1 ქილა შპროტში გაცვლი 3090-ების მთელ რიგ მაინერს :D 

  • Haha 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.