Jump to content

Recommended Posts

Posted

MWC 2022-ის ვირტუალურ პრეზენტაციაზე Huawei-მ წარადგინა რამდენიმე პროდუქტი საერთაშორისო ბაზრისთვის. ერთ-ერთი მათგანი იყო 28.2-უიმიანი მონობლოკი MateStation X, რომელიც მწარმოებელმა ჩინეთში გასულ შემოდგომაზე დააანონსა. სისტემა დამყარებულია AMD Ryzen 5000 სერიის პროცესორზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Huawei 

28.2-დუიმიან MateStation X-ში გამოყენებულია სენსორული IPS-მატრიცა გაფართოებით 3840 × 2560 პიქსელი, გვერდების შეფარდებაა 3:2, აქვს 98%-იანი DCI-P3 და 100%-იანი sRGB ფერთა გამა. დისპლეი სერტიფიცირებულია TUV Rheinland-ის მიხედვით, რაც უზრუნველყოფს მავნე ლურჯი გამოსხივების პრაქტიკულად ნულოვან დონეს.  

მონობლოკს აქვს ლითონის კორპუსი და აღჭურვილია 2.1-არხიანი აუდიოსისტემით, რომელსაც გააჩნია ტექნოლოგია Diavlet-ისა და Huawei-ს მიერ შექმნილ ალგორითმ Histen-ის მხარდაჭერა. მოწყობილობას ასევე აქვს ოთხი მიკროფონი, რომლებსაც შეუძლია ხმოვანი ბრძანების ამოცნობა 5 მეტრის დაშორებიდან. 

Huawei MateStation X-ს აქვს ექვსბირთვიანი პროცესორი AMD Ryzen 5 5600H, რომელიც 3.3-დან 4.2 გჰც-მდე დიაპაზონში მუშაობს. ხელმისაწვდომია 16 გბ DDR4-3200 ოპერატიული მეხსიერება, აგრეთვე 1 ტბ მოცულობის NVMe SSD. ფიზიკური კონექტორების ნაკრებში მოცემულია ორი USB-C 3.2 Gen 1, ორი USB-A 3.2 Gen 1 და 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. უსადენო ინტერფეისებიდან აღსანიშნავია Wi-Fi 6 და Bluetooth 5.1. 

MateStation X წარმოდგენილია დაქტილოსკოპიური სენსორის მქონე საფირმო უსადენო კლავიატურით და Bluetooth-მაუსით - Huawei AF30. კომპიუტერი მუშაობს Windows 11-ზე. ევროპული ბაზრისთვის მოწყობილობის ფასი 2199 ევროა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.