Magdalena Posted March 1, 2022 Posted March 1, 2022 MWC 2022-ის ვირტუალურ პრეზენტაციაზე Huawei-მ წარადგინა რამდენიმე პროდუქტი საერთაშორისო ბაზრისთვის. ერთ-ერთი მათგანი იყო 28.2-დუიმიანი მონობლოკი MateStation X, რომელიც მწარმოებელმა ჩინეთში გასულ შემოდგომაზე დააანონსა. სისტემა დამყარებულია AMD Ryzen 5000 სერიის პროცესორზე. ფოტოს წყარო: Huawei 28.2-დუიმიან MateStation X-ში გამოყენებულია სენსორული IPS-მატრიცა გაფართოებით 3840 × 2560 პიქსელი, გვერდების შეფარდებაა 3:2, აქვს 98%-იანი DCI-P3 და 100%-იანი sRGB ფერთა გამა. დისპლეი სერტიფიცირებულია TUV Rheinland-ის მიხედვით, რაც უზრუნველყოფს მავნე ლურჯი გამოსხივების პრაქტიკულად ნულოვან დონეს. მონობლოკს აქვს ლითონის კორპუსი და აღჭურვილია 2.1-არხიანი აუდიოსისტემით, რომელსაც გააჩნია ტექნოლოგია Diavlet-ისა და Huawei-ს მიერ შექმნილ ალგორითმ Histen-ის მხარდაჭერა. მოწყობილობას ასევე აქვს ოთხი მიკროფონი, რომლებსაც შეუძლია ხმოვანი ბრძანების ამოცნობა 5 მეტრის დაშორებიდან. Huawei MateStation X-ს აქვს ექვსბირთვიანი პროცესორი AMD Ryzen 5 5600H, რომელიც 3.3-დან 4.2 გჰც-მდე დიაპაზონში მუშაობს. ხელმისაწვდომია 16 გბ DDR4-3200 ოპერატიული მეხსიერება, აგრეთვე 1 ტბ მოცულობის NVMe SSD. ფიზიკური კონექტორების ნაკრებში მოცემულია ორი USB-C 3.2 Gen 1, ორი USB-A 3.2 Gen 1 და 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. უსადენო ინტერფეისებიდან აღსანიშნავია Wi-Fi 6 და Bluetooth 5.1. MateStation X წარმოდგენილია დაქტილოსკოპიური სენსორის მქონე საფირმო უსადენო კლავიატურით და Bluetooth-მაუსით - Huawei AF30. კომპიუტერი მუშაობს Windows 11-ზე. ევროპული ბაზრისთვის მოწყობილობის ფასი 2199 ევროა. https://tinyurl.com/2p9hb2ra Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.