Jump to content

Recommended Posts

Posted

LG Display-მ შესთავაზა კომპანია LG Electronics-ს - განიხილოს გამჭვირვალე დისპლეის მქონე ტელევიზორების გამოშვება. როგორც სამხრეთკორეული გამომცემლობა The Elec აცხადებს, მწარმოებელი მიწანშეწონილად მიიჩნევს 55-დუიმიანი გამჭვირვალე OLED-დისპლეების მქონე ტელევიზორების წარმოების დაწყებას. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: lgdisplay.com 

მიიჩნევა, რომ მოწყობილობების გამოშვებით დაკავდება LG Electronics-ის შემადგენლობაში არსებული სტრუქტურა Home Entertainment Company, რომელიც ტელევიზორების წარმოებაზეა პასუხისმგებელი. მოსალოდნელია, რომ ასეთი პანელი LG-ის დასაკეცი OLED-ეკრანებისა და სხვა მოდელებისგან განსხვავებით ტრადიციული მეთოდით დამაგრდება. 

Home Entertainment Company წინადადების განხილვას აპირებს. თუკი შემოთავაზება მიღებულ იქნება, მოწყობილობებზე მუშაობა სავარაუდოდ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაიწყება, კომერციული მოდელები კი 2023 წელს გამოვა. მოსალოდნელია, რომ გამჭვირვალე OLED მატრიცა გაძლიერებული იქნება მყარი მინის საფარით. LG Electronics-ს უკვე აქვს გამჭვირვალე OLED-პროდუქტები ელექტრონული ტაბლოს სახით, რომელიც ქვეგანყოფილება Business Solutions-მა გამოუშვა, თუმცა ისინი სახლის პირობებში გამოყენებისთვის არ არის განკუთვნილი. 

ცნობილია, რომ Xiaomi-მ ჯერ კიდევ 2020 წელს წარადგინა გამჭვირვალე OLED-ტელევიზორები Mi Lux LG Display-სგან მიწოდებული 55-დუიმიანი დისპლეებით, თუმცა გაყიდვების დონე არადამაკმაყოფილებლად იქნა მიჩნეული. მიუხედავად ამისა, სამხრეთკორეული კომპანია აპირებს თავისი პორტფოლიოს OLED-პროდუქტებით გაფართოებას. 

Omdia-ს ანალიტიკოსების აზრით OLED ტელევიზორების მიწოდება გასულ წელს 2020 წელთან შედარებით 80%-ით გაიზარდა და 6.53 მილიონ ერთეულს მიაღწია. უმსხვილესი გამყიდველი იყო LG Electronics, რომლის წილი 4.05 მილიონ ტელევიზორ შეადგენს. ამავე პერიოდში LG Display-მ 8 მილიონი OLED პანელი გამოუშვა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.