Magdalena Posted February 23, 2022 Posted February 23, 2022 Philips Momentum მონიტორების ასორტიმენტი შეივსო 276M1RPE მოდელით, რომელიც დამზადებულია 27-დუიმიანი Nano IPS მატრიცის ბაზაზე. ახალ მონიტორს აქვს საფირმო ატმოსფერული განათება Ambiglow, რომელიც გეიმინგ სისტემებზეა გათვლილი. ფოტოს წყარო: Philips პანელის გაფართოებაა WQHD - 2560 × 1440 პიქსელი. მაქსიმალური სიკაშკაშე აღწევს 600 ნიტს, კონტრასტულობა - 1000:1-ს. ხედვის კუთხე ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად 178 გრადუსს შეადგენს. კადრის განახლების სიხშირეა 240 ჰერცი, რეაქციის დრო - 1 მწ (GtG). უზრუნველყოფილია 98%-იანი DCI-P3 ფერთა გამა, ასახული ფერების რაოდენობა კი 1 მილიარდს აღემატება. ადაპტური სინქრონიზაციის საშუალება (Adaptive Sync) საშუალებას იძლევა ამაღლდეს გეიმინგ პროცესის დინამიურობის დონე. მონიტორზე წარმოდგენილია ინტერფეისი DisplayPort 1.4, ორი HDMI 2.0, ჰაბი ოთხი USB 3.2 პორტით და სტანდარტული აუდიოკონექტორი. აგრეთვე ხელმისაწვდომია USB Type-C პორტი დაკავშირებული მოწყობილობისთვის, მაგალითად ლეპტოპისთვის 65 ვატამდე ენერგიის მიწოდების შესაძლებლობით. სადგამის მეშვეობით შესაძლებელია სიმაღლის რეგულირება 130 მმ-ის დიაპაზონში, ეკრანის დახრის კუთხისა და მოტრიალების დონის ცვლილება, აგრეთვე შესაძლებელია მონიტორის გადაყვანა ალბომის მდგომარეობიდან პორტრეტის რეჟიმში. მოწყობილობის ფასი დაახლოებით 900 ევროს შეადგენს. https://tinyurl.com/muvjhmxf
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now