Jump to content

Recommended Posts

Posted

Philips Momentum მონიტორების ასორტიმენტი შეივსო 276M1RPE მოდელით, რომელიც დამზადებულია 27-დუიმიანი Nano IPS მატრიცის ბაზაზე. ახალ მონიტორს აქვს საფირმო ატმოსფერული განათება Ambiglow, რომელიც გეიმინგ სისტემებზეა გათვლილი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Philips 

პანელის გაფართოებაა WQHD - 2560 × 1440 პიქსელი. მაქსიმალური სიკაშკაშე აღწევს 600 ნიტს, კონტრასტულობა - 1000:1-ს. ხედვის კუთხე ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად 178 გრადუსს შეადგენს.  

კადრის განახლების სიხშირეა 240 ჰერცი, რეაქციის დრო - 1 მწ (GtG). უზრუნველყოფილია 98%-იანი DCI-P3 ფერთა გამა, ასახული ფერების რაოდენობა კი 1 მილიარდს აღემატება. ადაპტური სინქრონიზაციის საშუალება (Adaptive Sync) საშუალებას იძლევა ამაღლდეს გეიმინგ პროცესის დინამიურობის დონე. 

image.jpeg 

 

მონიტორზე წარმოდგენილია ინტერფეისი DisplayPort 1.4, ორი HDMI 2.0, ჰაბი ოთხი USB 3.2 პორტით და სტანდარტული აუდიოკონექტორი. აგრეთვე ხელმისაწვდომია USB Type-C პორტი დაკავშირებული მოწყობილობისთვის, მაგალითად ლეპტოპისთვის 65 ვატამდე ენერგიის მიწოდების შესაძლებლობით. 

image.jpeg 

სადგამის მეშვეობით შესაძლებელია სიმაღლის რეგულირება 130 მმ-ის დიაპაზონში, ეკრანის დახრის კუთხისა და მოტრიალების დონის ცვლილება, აგრეთვე შესაძლებელია მონიტორის გადაყვანა ალბომის მდგომარეობიდან პორტრეტის რეჟიმში. მოწყობილობის ფასი დაახლოებით 900 ევროს შეადგენს. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.