Magdalena Posted February 22, 2022 Posted February 22, 2022 ჩიპების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პეტ გელსინჯერმა Bloomberg Technology-სთან ინტერვიუში პირველი კრიპტოვალუტა გარემოზე გავლენის გამო გააკრიტიკა. “Bitcoin-ის ქსელში განხორციელებული ერთი ტრანზაქცია მოიხმარს საკმარის ენერგიას სახლის კვებისათვის მთელი დღის განმავლობაში. ეს არის კლიმატის კრიზისი“, - თქვა მან. Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე გაიხსენა კომპანიის გეგმები - გამოუშვას ახალი ჩიპი მაინიგისთვის, რომელიც „დაეხმარება ტექნოლოგიის წინსვლას პასუხისმგებლიანი და მდგრადი გზით“. განცხადების მიხედვით მოწყობილობები წარმოებული იქნება „ ძალიან პატარა ჩიპებზე“, ამიტომ მათი გამოშვება მინიმალურ გავლენას მოახდენს მიმდინარე წარმოების პროცესებზე. დეტალები უნდა გამოცხადდეს საერთაშორისო კონფერენცია ISSCC-ზე თებერვალში. გელსინჯერმა ასევე პირობა დადო, რომ იმუშავებს სიტუაციის გამოსწორებაზე და აღნიშნა, რომ ტექნოლოგიას შეუძლია გარდაქმნას ვალუტა, ტრანზაქციები და მიწოდების ჯაჭვები. იანვარში არაკომერციულმა ორგანიზაცია Cardano Foundation-მა მიაღწია მიზანს და ტოკენ ADA-ს გამოყენებით დარგო 1 მილიონი ხე ეკოლოგიურ პროექტ Cardano Forest-ის ფარგლებში. Berkshire Hathaway-ის ვიცე-თავმჯდომარე ჩარლზ მანგერმა კრიპტოვალუტები „დაავადებას“ შეადარა და ჩინეთი შეაქო მათი აკრძალვისთვის. https://tinyurl.com/2p8mth9p Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.