Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

ჩიპების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პეტ გელსინჯერმა Bloomberg Technology-სთან ინტერვიუში პირველი კრიპტოვალუტა გარემოზე გავლენის გამო გააკრიტიკა. 

“Bitcoin-ის ქსელში განხორციელებული ერთი ტრანზაქცია მოიხმარს საკმარის ენერგიას სახლის კვებისათვის მთელი დღის განმავლობაში. ეს არის კლიმატის კრიზისი“, - თქვა მან. 

Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე გაიხსენა კომპანიის გეგმები - გამოუშვას ახალი ჩიპი მაინიგისთვის, რომელიც „დაეხმარება ტექნოლოგიის წინსვლას პასუხისმგებლიანი და მდგრადი გზით“. 

განცხადების მიხედვით მოწყობილობები წარმოებული იქნება „ ძალიან პატარა ჩიპებზე“, ამიტომ მათი გამოშვება მინიმალურ გავლენას მოახდენს მიმდინარე წარმოების პროცესებზე. დეტალები უნდა გამოცხადდეს საერთაშორისო კონფერენცია ISSCC-ზე თებერვალში. 

გელსინჯერმა ასევე პირობა დადო, რომ იმუშავებს სიტუაციის გამოსწორებაზე და აღნიშნა, რომ ტექნოლოგიას შეუძლია გარდაქმნას ვალუტა, ტრანზაქციები და მიწოდების ჯაჭვები. 

იანვარში არაკომერციულმა ორგანიზაცია Cardano Foundation-მა მიაღწია მიზანს და ტოკენ ADA-ს გამოყენებით დარგო 1 მილიონი ხე ეკოლოგიურ პროექტ Cardano Forest-ის ფარგლებში.  

Berkshire Hathaway-ის ვიცე-თავმჯდომარე ჩარლზ მანგერმა კრიპტოვალუტები „დაავადებას“ შეადარა და ჩინეთი შეაქო მათი აკრძალვისთვის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.