Jump to content

Recommended Posts

Posted

ამერიკულ ავტოკონცერნ General Motors-ის შვილობილი კომპანია Cruise კიდევ ერთხელ ცდილობს ხელისუფლებისგან ნებართვის მიღებას აშშ-ში ისეთი ავტომატური მართვის სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების შესახებ, რომელთაც არ გააჩნია საჭე და სატერფულები, ის ორგანოები - რაც ადამიანს მანქანის მართვის პროცესში ჩართვის შესაძლებლობას მისცემდა. კომპანია ცდილობს საზოგადოებრივი გამოყენების გზებზე დაშვებულ იქნას რობოტიზებული ტაქსი Cruise Origin, რომელშიც საერთოდ არ არის მართვის სტანდარტული ინსტრუმენტები, მგზავრები კი ერთმანეთის პირისპირ სხედან ორ დივანზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Cruise 

ჯერ კიდევ 2018 წელს GM ცდილობდა ნებართვის მიღებას ელექტრომობილ Chevrolet Bolt-ის ბაზაზე დაფუძნებული პროტოტიპების ექსპლუატაციაზე, რომელთაც ასევე არ გააჩნდათ მართვის სტანდარტული ორგანოები, მაგრამ 2020 წლის ბოლოს ხსენებული განაცხადი უკან იქნა გაწვეული. როგორც ჩანს, იმ დროისთვის Cruise-მა არჩია რობოტიზებულ ტაქსი Origin-ის გაუმჯობესებაზე ფოკუსირება. ზოგადად, ზოგიერთ შტატში ნებადართულია ავტომატური მანქანების ტესტირება საჯარო გზებზე, მაგრამ, როგორც წესი, ისინი ქალაქის ქუჩებზე მხოლოდ საღამოს ან ღამით არი დაშვებული და ასევე შეზღუდულია ტერიტორიულად. გარდა ამისა, ხელისუფლება ხშირად ითხოვს ოპერატორის დისტანციურად გაკონტროლებას იმ შემთხვევისთვის, თუ გადაადგილების პროცესში ჩარევა გახდება საჭირო. 

GM ელექტრო ძრავზე მომუშავე რობოტაქსების გამოშვებას მიმდინარე წლის ბოლომდე აპირებს, ჯერჯერობით კი ამ გზაზე ბიუროკრატიული დაბრკოლებებია - აშშ-ში მოქმედი კანონები კრძალავს რამდენიმე წელიწადის მანძილზე 2500-ზე მეტი ისეთი მანქანის წარმოებას, რომლები უსაფრთხოების მოთხოვნებს არ შეესაბამება. კანონმდებლები ცვლილებებს ითხოვენ, რადგანაც რობოტიზებული ტაქსები აუცილებლად გავრცელდება მომავალში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.