Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Razer-მა დაიწყო წინასწარი შეკვეთების მიღება განახლებულ სერია Blade 14-ის ლეპტოპებზე, რომლებშიც წარმოდგენილია Zen 3+ არქიტექტურაზე დამყარებული უახლესი პროცესორები AMD Ryzen 6000HX, DDR5 ოპერატიული მეხსიერება და ფლაგმანური GeForce RTX ვიდეო დაფები. ლეპტოპების ფასის დიაპაზონია 2000-3500 აშშ დოლარი. 

image.jpeg 

წყარო: razer.com 

Razer Blade 14 სერია პირველად წარმოდგენილ იქნა გასული წის დასაწყისში Zen 3 არქიტექტურის მქონე Ryzen 9 5900HX პროცესორითა და RTX 3080 ვიდეო დაფით, მიმდინარე წელს კი განახლდა უფრო სწრაფი მოდელებით. ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ ფლაგმანური ვარიანტი Ryzen 9 6900HX Zen 3+-ითა და GeForce RTX 3080 Ti გრაფიკით, არამედ ბევრად იაფი მოდელებიც GeForce RTX 3070 Ti და RTX 3060 ვიდეო დაფებით. 

სეთი მძლავრი გრაფიკული პროდუქტების განთავსება კომპაქტურ 14-დუიმიან ლეპტოპებში შესაძლებელი გახდა ვიდეო დაფის სამივე ვარიანტის შემთხვევაში საკმაოდ დაბალი TGP-ის დონის წყალობით, რაც 100 ვატს არ აღემატება. მაგალითად, Razer-ის განცხადებით GPU-ის 1260 მჰც-მდე აჩქარებისას TGP-ის დონე 100 ვატია GeForce RTX 3080 Ti-ს შემთხვევაში იმ დროს, როდესაც იგივე GPU-ს გაბარიტულ ლეპტოპებში შესაძლოა ჰქონდეს 150-175 ვატი TGP-ის დონე, აჩქარება კი - 1590 მჰც-მდე. 

ოპერატიული მეხსიერება განახლდა DDR4-3200-დან DDR5-4800-მდე. მისი მოცულობა 16 გბ-ს შეადგენს. მონაცემთა შენახვისთვის გამოიყენება 1 ტბ მოცულობის NVMe SSD. Full HD ვარიანტის მქონე მოდელის კადრის განახლების სიხშირეა 144 ჰერცი, QHD მოდელისა - 165 ჰერცი. წინასწარი შეკვეთები უკვე მიიღება კომპანიის ვებ-გვერდზე, აშშ-ში მიწოდება 17 მარტიდან დაიწყება. სხვა ქვეყნებში გაყიდვების დაწყების შესახებ მოგვიანებით გამოცხადდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.