Magdalena Posted February 17, 2022 Posted February 17, 2022 CoinGecko-ს თანახმად ბოლო დღე-ღამის განმავლობაში Bitcoin-ის ფასი 4.6%-ით, Ethereum-ისა კი 7.6%-ით გაიზარდა. ინვესტორების მხრიდან მოთხოვნის გამოცოცხლების ფონზე ბაზრის კაპიტალიზაციამ 2 ტრლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. სტატიის წერის მომენტში Bitcoin იყიდება დაახლოებით 44300 აშშ დოლარად, Ethereum – 3100 აშშ დოლარად. ქვემოთ წარმოდგენილია ბაზრის კაპიტალიზაციის მხრივ ტოპ-10 კრიპტოვალუტა: წყარო: CoinGecko. ტოპ ათეულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირეს Avalanche-მა, Solana-მ და Binance Coin-მა - 12.4%, 10.1% და 8.2%, შესაბამისად. 0.1 ETH-ზე მეტი ბალანსის მქონე Ethereum-მისამართების რიცხვმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ეს ფაქტი შესაძლოა მოწმობდეს კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის მასობრივ მიღებას, საცალო ინვესტორების დარწმუნებულობას მის პერსპექტივებში და აქტივის აქტიურ გამოყენებას DeFi-აპლიკაციებში. წყარო: Glassnode. გაიზარდა ახალი DeFi-ეკოსისტემების ტოკენების ფასებიც. მაგალითად, Moonbeam (GLMR) ბოლო დღე-ღამის მანძილზე გაძვირდა 29.4%-ით. ბაზრის საერთო გამოცოცხლებასთან დამატებით GLMR-ის ზრდას ხელი შეუწყო პლატფორმა Curve-თან ეკოსისტემის ინტეგრაცის დაანონსებამ. წერის მომენტისთვის კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 2.07 ტრლნ აშშ დოლარია, რაც შეესაბამება იანვრის შუა რიცხვებსა და თებერვლის დასაწყისში არსებულ მაჩვენებლებს. მანამდე FSInsight-ის ანალიტიკოსი შონ ფარელი ვარაუდობდა, რომ Bitcoin-ის ფასმა 2022 წლის მეორე ნახევარში შეიძლება 200 ათას აშშ დოლარს მიაღწიოს. https://tinyurl.com/4aku8ha6 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.