Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

CoinGecko-ს თანახმად ბოლო დღე-ღამის განმავლობაში Bitcoin-ის ფასი 4.6%-ით, Ethereum-ისა კი 7.6%-ით გაიზარდა. ინვესტორების მხრიდან მოთხოვნის გამოცოცხლების ფონზე ბაზრის კაპიტალიზაციამ 2 ტრლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. 

სტატიის წერის მომენტში Bitcoin იყიდება დაახლოებით 44300 აშშ დოლარად, Ethereum – 3100 აშშ დოლარად. ქვემოთ წარმოდგენილია ბაზრის კაპიტალიზაციის მხრივ ტოპ-10 კრიპტოვალუტა: 

image.png 

წყარო: CoinGecko. 

ტოპ ათეულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირეს Avalanche-მა, Solana-მ და Binance Coin-მა - 12.4%, 10.1% და 8.2%, შესაბამისად. 

0.1 ETH-ზე მეტი ბალანსის მქონე Ethereum-მისამართების რიცხვმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ეს ფაქტი შესაძლოა მოწმობდეს კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის მასობრივ მიღებას, საცალო ინვესტორების დარწმუნებულობას მის პერსპექტივებში და აქტივის აქტიურ გამოყენებას DeFi-აპლიკაციებში. 

image.png 

წყარო: Glassnode. 

გაიზარდა ახალი DeFi-ეკოსისტემების ტოკენების ფასებიც. მაგალითად, Moonbeam (GLMR) ბოლო დღე-ღამის მანძილზე გაძვირდა 29.4%-ით. ბაზრის საერთო გამოცოცხლებასთან დამატებით GLMR-ის ზრდას ხელი შეუწყო პლატფორმა Curve-თან ეკოსისტემის ინტეგრაცის დაანონსებამ. 

ერის მომენტისთვის კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 2.07 რლნ აშშ დოლარია, რაც შეესაბამება იანვრის შუა რიცხვებსა და თებერვლის დასაწყისში არსებულ მაჩვენებლებს. 

მანამდე FSInsight-ის ანალიტიკოსი შონ ფარელი ვარაუდობდა, რომ Bitcoin-ის ფასმა 2022 წლის მეორე ნახევარში შეიძლება 200 ათას აშშ დოლარს მიაღწიოს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.