Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

მიმდინარე წლის ბოლოს Intel გამოუშვებს Bitcoin-ის მაინინგზე სპეციალიზებულ ჩიპს, რამდენიმე კომპანია უკვე დაემატა მოლოდინის სიას. ამის შესახებ ნათქვამია მიკროსქემების მწარმოებლის ვებ-გვერდზე. 

ერთ-ერთი პირველი მომხმარებლები არიან ჯეკ დორსის კუთვნილი Block (ადრე ეწოდებოდა Square), ასევე მაინინგ კომპანიები Argo Blockchain და GRIID Infrastructure. ამ უკანასკნელმა გაამჟღავნა Intel-თან გარიგება SEC-ში შეტანილი განაცხადისას. 

Intel ხელს შეუწყობს ღია და უსაფრთხო ბლოკჩეინის ეკოსისტემას და დაეხმარება ტექნოლოგიის წინსვლას პასუხისმგებლიანი და მდგრადი მიდგომებით“, - აცხადებენ კომპანიაში. 

შეტყობინების თანახმად ჩიპები დამყარებული იქნება „ძალიან პატარა მიკროსქემებზე“, ამიტომ მათი გამოშვება მინიმალურ გავლენას იქონიებს ამჟამინდელ საწარმოო პროცესებზე. ცნობილია, რომ დეტალები გამოცხადდება საერთაშორისო გამოფენა ISSCC-ზე თებერვალში. 

შეგახსენებთ, 2018 წელს Intel-მა საპატენტო განაცხადი შეიტანა მაინინგის აპარატულიამაჩქარებლის“ შესახებ, რომელსაც უნდა შეემცირებინა ენერგოდანახარჯები Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების მოპოვებისას. 

2021 წლის იანვარში ცნობილი გახდა კომპანიის გეგმების შესახებ - წარადგინოს კრიპტოვალუტების პირველი "დაბალი ძაბვის, მაღალი ხარისხის ASIC მაინერი" ISSCC-ის სადემონსტრაციო სესიაზე 23 თებერვალს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.