Magdalena Posted February 16, 2022 Posted February 16, 2022 მიმდინარე წლის ბოლოს Intel გამოუშვებს Bitcoin-ის მაინინგზე სპეციალიზებულ ჩიპს, რამდენიმე კომპანია უკვე დაემატა მოლოდინის სიას. ამის შესახებ ნათქვამია მიკროსქემების მწარმოებლის ვებ-გვერდზე. ერთ-ერთი პირველი მომხმარებლები არიან ჯეკ დორსის კუთვნილი Block (ადრე ეწოდებოდა Square), ასევე მაინინგ კომპანიები Argo Blockchain და GRIID Infrastructure. ამ უკანასკნელმა გაამჟღავნა Intel-თან გარიგება SEC-ში შეტანილი განაცხადისას. „Intel ხელს შეუწყობს ღია და უსაფრთხო ბლოკჩეინის ეკოსისტემას და დაეხმარება ტექნოლოგიის წინსვლას პასუხისმგებლიანი და მდგრადი მიდგომებით“, - აცხადებენ კომპანიაში. შეტყობინების თანახმად ჩიპები დამყარებული იქნება „ძალიან პატარა მიკროსქემებზე“, ამიტომ მათი გამოშვება მინიმალურ გავლენას იქონიებს ამჟამინდელ საწარმოო პროცესებზე. ცნობილია, რომ დეტალები გამოცხადდება საერთაშორისო გამოფენა ISSCC-ზე თებერვალში. შეგახსენებთ, 2018 წელს Intel-მა საპატენტო განაცხადი შეიტანა მაინინგის აპარატული „ამაჩქარებლის“ შესახებ, რომელსაც უნდა შეემცირებინა ენერგოდანახარჯები Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების მოპოვებისას. 2021 წლის იანვარში ცნობილი გახდა კომპანიის გეგმების შესახებ - წარადგინოს კრიპტოვალუტების პირველი "დაბალი ძაბვის, მაღალი ხარისხის ASIC მაინერი" ISSCC-ის სადემონსტრაციო სესიაზე 23 თებერვალს. https://tinyurl.com/2d5xbyue Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.