Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

შაბათს, 12 თებერვალს, Bitcoin-ის ქსელის ჰეშრეითმა მიაღწია ყველა დროის მაქსიმალურ 248 EH/s-ს. Glassnode-ის თანახმად ერთ დღე-ღამეში მაჩვენებელი 30%-ზე მეტით გაიზარდა. 

პირველი კრიპტოვალუტის ჰეშრეითის გრაფიკი შვიდდღიანი ცვლადი საშუალოთი ბოლო სამი თვის განმავლობაში აღმავალი ტრაექტორიით მოძრაობდა. ამ პერიოდში მაჩვენებელი პრაქტიკულად 50%-ით გაიზარდა და მიაღწია 201,36 EH/s-ს. 

image.png 

Bitcoin-ის ქსელის ჰეშრეთის დინამიკა. წყარო: Glassnode. 

2022 წლის იანვარში ციფრული ოქროს მოპოვების სირთულემ მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს - 26.64 ტრილიონს. ბოლო გადაანგარიშებით 4 თებერვალს მაჩვენებელი ოდნავ გაიზარდა და 26.69 ტრილიონი შეადგინა. 
ქსელის ჯამური გამოთვლითი სიმძლავრის ზრდა მიუთითებს ბლოკჩეინის სტაბილურობის ზრდასა და მისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ინდიკატორი სრულად აღდგა ჩინელი მაინერების „დიდი მიგრაციის“ შემდეგ. 

6 თებერვალს Ethereum-ის ქსელის ჰეშრეიმა ასევე მიაღწია ყველა დროის მაქსიმალურ 971 TH/s-. 7-დღიანი მოძრავი საშუალო ინდიკატორის სქემა პიკზეა - 12 თებერვალს ღირებულებამ 955 TH/s-ს გადააჭარბა. 

image.png 

Ethereum-ის ქსელის ჰეშრეთის დინამიკა. წყარო: Glassnode. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის იანვარში Bitcoin-მაინერების შემოსავალმა შეადგინა 1.21 მლრდ აშშ დოლარი, რაც 15%-ით ნაკლებია დეკემბრის მაჩვენებელზე. პირველი კრიპტოვალუტის მაინერების შემოსავალში საკომისიოების წილი რეკორდულ დონემდე დაეცა - 1.15%-მდე ანუ 13.9 მლნ აშშ დოლარამდე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.