Jump to content

Recommended Posts

Posted

იანვრის დასაწყისში კომპანია Dell-მა დააანონსა მონიტორი Alienware 34 Curved QD-OLED Gaming (AW3423DW) - მსოფლიოში პირველი გეიმინ მოდელი QD-OLED მატრიცით. ამჟამად ცნობილი გახდა მოწყობილობის მახასიათებლები და ღირებულება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Dell 

ტექნოლოგია QD-OLED გულისხმობს კვანტური პიქსელების მქონე OLED-დისპლეის გამოყენებას. Alienware-ის ახალი მონიტორის ზომა დიაგონალზე 34 დუიმს შეადგენს, გაფართოება - 3440 × 1400 პიქსელს. მხარდაჭერილია 99.3%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. 

მონიტორს აქვს VESA Display HDR 400 True Black სერტიფიკაცია. კონტრასტულობა აღწევს 1 000 000:1-ს, კადრის განახლების სიხშირე - 175 ჰერც. რეაქციის დრო მხოლოდ 0.1 მილიწამია  (Gray-to-Gray). 

image.jpeg 

ცნობილია, რომ მონიტორი Alienware 34 Curved QD-OLED Gaming გაყიდვაში გაზაფხულზე გამოვა. მისი ფასი 1300 აშშ დოლარი იქნება. 

შედარებისთვის: ამჟამად Alienware-ის ყველაზე ძვირადღირებული მონიტორია 37.5-დუიმიანი AW3821DW - მისი ფასი 1200 აშშ დოლარია. გარდა ამისა, 1200 აშშ დოლარად შესაძლებელია OLED მატრიცის მქონე 48-დუიმიანი Gigabyte FO48U გეიმინგ მონიტორის შეძენა. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.