Magdalena Posted February 15, 2022 Posted February 15, 2022 იანვრის დასაწყისში კომპანია Dell-მა დააანონსა მონიტორი Alienware 34 Curved QD-OLED Gaming (AW3423DW) - მსოფლიოში პირველი გეიმინგ მოდელი QD-OLED მატრიცით. ამჟამად ცნობილი გახდა მოწყობილობის მახასიათებლები და ღირებულება. ფოტოს წყარო: Dell ტექნოლოგია QD-OLED გულისხმობს კვანტური პიქსელების მქონე OLED-დისპლეის გამოყენებას. Alienware-ის ახალი მონიტორის ზომა დიაგონალზე 34 დუიმს შეადგენს, გაფართოება - 3440 × 1400 პიქსელს. მხარდაჭერილია 99.3%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. მონიტორს აქვს VESA Display HDR 400 True Black სერტიფიკაცია. კონტრასტულობა აღწევს 1 000 000:1-ს, კადრის განახლების სიხშირე - 175 ჰერცს. რეაქციის დრო მხოლოდ 0.1 მილიწამია (Gray-to-Gray). ცნობილია, რომ მონიტორი Alienware 34 Curved QD-OLED Gaming გაყიდვაში გაზაფხულზე გამოვა. მისი ფასი 1300 აშშ დოლარი იქნება. შედარებისთვის: ამჟამად Alienware-ის ყველაზე ძვირადღირებული მონიტორია 37.5-დუიმიანი AW3821DW - მისი ფასი 1200 აშშ დოლარია. გარდა ამისა, 1200 აშშ დოლარად შესაძლებელია OLED მატრიცის მქონე 48-დუიმიანი Gigabyte FO48U გეიმინგ მონიტორის შეძენა. https://tinyurl.com/56xvnp4t Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.