Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

ვიდეოჰოსტინგი YouTube განიხილავს NFT-ის ინტეგრირებას პლატფორმაზე კონტენტის მონეტიზაციისთვის. ამის შესახებ განაცხადა სერვისის პროდუქტების დირექტორმა ნილ მოჰანმა. 

„Web3 ახალ შესაძლებლობებს უხსნის ავტორებს. ჩვენ გვჯერა, რომ ახალი ტექნოლოგიები, როგორიცაა ბლოკჩეინი და NFT, საშუალებას მისცემს კონტენტის შემქმნელებს დაამყარონ უფრო მჭიდრო ურთიერთობა ფანებთან. ისინი ერთად შეძლებენ ითანამშრომლონ ახალ პროექტებზე და შემოსავალი გამოიმუშავონ ისეთი გზებით, რომლებიც აქამდე შეუძლებელი იყო“ - განაცხადა მან. 

ტექნოლოგიების გამოყენების მაგალითის სახით მოჰანმა დაასახელა უნიკალური ვიდეოს, ფოტოს და სხვა ნაწარმოების ვერიფიცირებული ფლობა. 

არსებული ცნობების თანახმად 2021 წელს YouTube-ის პარტნიორულ პროგრამას შეუერთდა 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი. 

ადრე აღმასრულებელმა დირექტორმა სიუზან ვოიიცკიმ გამოაცხადა NFT სერვისთან ინტეგრაციის გეგმები. მისი თქმით, ვიდეო ჰოსტინგი ორიენტირებულია ეკოსისტემის გაფართოებაზე და მზადაა დაეხმაროს ბლოგერებს ახალი ტექნოლოგიებით სარგებლობაში. 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში Twitter-მა განახორციელა NFT-ის ინტეგრირება მომხმარებლების პროფილების ავატარების სახით. 

თებერვალში მსგავსი ფუნქცია დაამატა კონტენტის გამოწერის სერვისმა OnlyFans. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.