Jump to content

Recommended Posts

Posted

NVIDIA-ს პარტნიორებმა დაიწყეს საბაზისო დონის პროფესიონალური გრაფიკული ამაჩქარებლის, T1000-ის გაყიდვა, რომელიც განკუთვნილია ავტომატიზებული დაპროექტებისა და წარმოებისთვის (CAD/CAM) საჭირო აპლიკაციებთან მუშაობისთვის. 

image.jpeg 

ვიდეო დაფას საფუძლად უდევს Turing არქიტექტურის ჩიპი TU117. კონფიგურაცია შეიცავს 896 CUDA ბირთვს, 128-ბიტიანი სალტის მქონე GDDR6 მეხსიერების მოცულობა შეადგენს 4 ან 8 გბ-ს. 

უზრუნველყოფილია 2.5 Tflops-ამდე წარმადობა ოპერაციებში. მეხსიერების სიჩქარე 160 გბ/წმ-ს აღწევს. გრაფიკულ ამაჩქარებელში გამოყენებულია ინტერფეისი PCI Express 3.0 x16. 

ენერგომოხმარება დაახლოებით 50 ვატს შეადგენს. დამატებითი კვებისთვის დამაკავშირებელი საჭირო არ არის. დაფა ერთსლოტიანია და მიეკუთვნება დაბალპროფილურ ფორმ-ფაქტორს. აქტიური გაგრილების სისტემა ერთ ქულერს შეიცავს. 

image.jpeg 

ამაჩქარებელ NVIDIA T1000-ს აქვს ოთხი ინტერფეისი mini DisplayPort. დაშვებულია გამოსახულების გამოტანა 4K გაფართოების ერთდროულად ოთხ მონიტორზე ან ორ 8K მონიტორზე 60 ჰერცი კადრი კადრის განახლების პირობებში. 

ვიდეო დაფის ფასი 400-დან 500 აშშ დოლარამდე მერყეობს მეხსიერების მოცულობისა და კომპლექტაციის მიხედვით, რაც მოიცავს ორ ან ოთხ mini DisplayPortHDMI გადამყვანს. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.