Magdalena Posted February 14, 2022 Posted February 14, 2022 NVIDIA-ს პარტნიორებმა დაიწყეს საბაზისო დონის პროფესიონალური გრაფიკული ამაჩქარებლის, T1000-ის გაყიდვა, რომელიც განკუთვნილია ავტომატიზებული დაპროექტებისა და წარმოებისთვის (CAD/CAM) საჭირო აპლიკაციებთან მუშაობისთვის. ვიდეო დაფას საფუძვლად უდევს Turing არქიტექტურის ჩიპი TU117. კონფიგურაცია შეიცავს 896 CUDA ბირთვს, 128-ბიტიანი სალტის მქონე GDDR6 მეხსიერების მოცულობა შეადგენს 4 ან 8 გბ-ს. უზრუნველყოფილია 2.5 Tflops-ამდე წარმადობა ოპერაციებში. მეხსიერების სიჩქარე 160 გბ/წმ-ს აღწევს. გრაფიკულ ამაჩქარებელში გამოყენებულია ინტერფეისი PCI Express 3.0 x16. ენერგომოხმარება დაახლოებით 50 ვატს შეადგენს. დამატებითი კვებისთვის დამაკავშირებელი საჭირო არ არის. დაფა ერთსლოტიანია და მიეკუთვნება დაბალპროფილურ ფორმ-ფაქტორს. აქტიური გაგრილების სისტემა ერთ ქულერს შეიცავს. ამაჩქარებელ NVIDIA T1000-ს აქვს ოთხი ინტერფეისი mini DisplayPort. დაშვებულია გამოსახულების გამოტანა 4K გაფართოების ერთდროულად ოთხ მონიტორზე ან ორ 8K მონიტორზე 60 ჰერცი კადრი კადრის განახლების პირობებში. ვიდეო დაფის ფასი 400-დან 500 აშშ დოლარამდე მერყეობს მეხსიერების მოცულობისა და კომპლექტაციის მიხედვით, რაც მოიცავს ორ ან ოთხ mini DisplayPort – HDMI გადამყვანს. https://tinyurl.com/5ffs8nhk Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.