Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

აშშ-ის სენატის საბანკო კომიტეტის წევრმა პეტ ტუმიმ ფინანსთა მინისტრ ჯანეტ იელენსა და სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მოუწოდა გამოიკვლიონ ჩინეთის მიერ ციფრული იუანის გამოყენება ოლიმპიადაზე. მისი თქმით, eCNY საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეკონომიკის ინტერესებსა და ეროვნულ უსაფრთხოებას. 

პეკინში დაწყებული ზამთრის ოლიმპიური თამაშებით ფაქტობრივად ამოქმედდა CBDC-ის გამოყენება საერთაშორისო აუდიტორიის მიერ - eCNY დაამტკიცეს საანგარიშსწორებო საშუალებად სტუმრებისა და ოლიმპიური სოფლის მაცხოვრებლებისთვის. ქვეყნის შიგნით ციფრული იუანის ტესტირება 2019 წლიდან მიმდინარეობს. 

სენატორმა აღნიშნა, რომ eCNY შეიძლება იყოს ეფექტური ინსტრუმენტი აშშ-ს სანქციების გვერდის ავლისა და უკანონო ტრანზაქციების განხორციელებისთვის. გარდა ამისა, ჩინეთის ხელისუფლებას ექნება „მეტი შესაძლებლობა საერთაშორისო ფინანსური წესების შეუსრულებლობისთვის, აგრეთვე პირველობა ენიჭება გლობალური ციფრული გადახდების სტანდარტების დაწესებაში. 

ტუმი აგრეთვე შეშფოთებულია პეკინის მიერ სახელმწიფო ბლოკჩეინ-პლატფორმა BSN-ის ამოქმედებით, რომელიც გახდება ინიციატივა „ერთი ქამარი და ერთი გზა“-ს ტექნოლოგიური საფუძველი. 

განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიებისადმი ინტერესის მიუხედავად ჩინეთის კომუნისტური პარტია კრიპტოვალუტებს „ციფრული ავტორიტარიზმისთვის“ საფრთხედ განიხილავს, რაც აშშ-ს შანსს აძლევს გახდეს ინოვაციების ლიდერი ამ სფეროში - აღნიშნა სენატორმა. საყრდენად მან პიროვნების თავისუფლება და ქვეყნის გაზიარებული სხვა პრინციპები დაასახელა. 

შეგახსენებთ, რესპუბლიკელმა სენატორებმა მარშა ბლექბერნმა, სინტია ლამისმა და როჯერ ვიკერმა აშშ-ის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე სიუზან ლაიონსს მიმართეს წერილობითი ოთხოვნით - ათლეტების მიერ e-CNY-ის გამოყენება აკრძალულიყო. 

CBDC-ის განვითარებაში ჩინეთის ლიდერობის გამო ადრე შეშფოთება გამოხატეს აშშ-ს კონგრესის ეროვნული უსაფრთხოების, საერთაშორისო განვითარებისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა. 

მანამდე მსგავსი აზრი გამოთქვა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა. 

ჩინეთის ხელისუფლება მოელის, რომ CBDC-ის ამოქმედება ხელს შეუწყობს იუანის პოზიციის განმტკიცებას საერთაშორისო ასპარეზზე და დოლარის დომინირების შესუსტებას. 

Sino Global Capital-ის ხელმძღვანელმა მეთიუ გრეჰემმა გამოთქვა აზრი, რომ ციფრულ იუანზე დაფუძნებული საგადახდო სისტემა აშშ-ის ვალუტაზე დამყარებულ SWIFT სისტემას ჩაანაცვლებს. 

Deutsche Bank-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ eCNY-ის გამოყენებამ საგარეო ვაჭრობაში შეიძლება შეარყიოს დოლარის დომინირება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.