Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

CBDC-ის გამოშვების შესახებ შესაძლო დადებითი გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად ინგლისის ბანკი არ აპირებს შექმნას საფულე ეროვნული ციფრული ვალუტის საცალო გამოყენებისთვის. ამის შესახებ The Block-თან ისაუბრა CBDC-ის მარეგულირებელი ორგანოს ქვეგანყოფილების უფროსმა მენეჯერმა Kelly Fortune-მა. 

„ვფიქრობ, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ინგლისის ბანკის მიერ საცალო საფულის გამოშვება ნაკლებად სავარაუდოა“ - განაცხადა მან. 

Fortune-ის თქმით უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ მსგავსი ციფრული საფულეები შემუშავდება კერძო სექტორის მიერ. 

ინგლისის ბანკს ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება CBDC-ის გამოშვების შესახებ. მიმდინარე წლის ბოლომდე ცენტრალური ბანკი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ერთობლივ კონსულტაციებს გაივლის ამ თემაზე. 

Fortune-მა აღნიშნა, რომ შემოთავაზებული ინსტრუმენტის ტექნიკური ასპექტების უმეტესობა ჯერ არ არის შეთანხმებული. მისი თქმით, ჯერ კიდევ არ არის ნათელი, დაფუძნებული იქნება თუ არა CBDC ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზე. 

„ეს ჯერ კიდევ ღია კითხვაა ჩვენთვის. არ არის მიჩნეული, რომ ინსტრუმენტი ბლოკჩეინზე დამყარდება, მაგრამ ასევე არ არის მიჩნეული, რომ ეს ასე არ იქნება“, - განაცხადა Fortune-მა. 

მან აღნიშნა, რომ მარეგულირებელი აგროვებს ბანკების, fintech-კომპანიებისა და მეცნიერებათა სპეციალისტების მოსაზრებებს. 

Fortune-ის თქმით, თუკი ინგლისის ბანკი საკონსულტაციო დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ გადაწყვტს CBDC-ის გამოშვებას, პროექტი შევა შემუშავების ფაზაში, რაც „გარკვეული პროტოტიპების შექმნას“ გულისხმობს. იგი მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის ეროვნული ციფრული ვალუტა 2025 წლამდე დღის სინათლეს ვერ იხილავს. 

შეგახსენებთ, ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ CBDC-ის გამოსვლის შემდეგ ინსტრუმენტზე შესაძლოა გადავიდეს ფიზიკური პირებისა და კორპორაციების დეპოზიტების 20%. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.