Magdalena Posted February 9, 2022 Posted February 9, 2022 CBDC-ის გამოშვების შესახებ შესაძლო დადებითი გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად ინგლისის ბანკი არ აპირებს შექმნას საფულე ეროვნული ციფრული ვალუტის საცალო გამოყენებისთვის. ამის შესახებ The Block-თან ისაუბრა CBDC-ის მარეგულირებელი ორგანოს ქვეგანყოფილების უფროსმა მენეჯერმა Kelly Fortune-მა. „ვფიქრობ, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ინგლისის ბანკის მიერ საცალო საფულის გამოშვება ნაკლებად სავარაუდოა“ - განაცხადა მან. Fortune-ის თქმით უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ მსგავსი ციფრული საფულეები შემუშავდება კერძო სექტორის მიერ. ინგლისის ბანკს ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება CBDC-ის გამოშვების შესახებ. მიმდინარე წლის ბოლომდე ცენტრალური ბანკი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ერთობლივ კონსულტაციებს გაივლის ამ თემაზე. Fortune-მა აღნიშნა, რომ შემოთავაზებული ინსტრუმენტის ტექნიკური ასპექტების უმეტესობა ჯერ არ არის შეთანხმებული. მისი თქმით, ჯერ კიდევ არ არის ნათელი, დაფუძნებული იქნება თუ არა CBDC ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზე. „ეს ჯერ კიდევ ღია კითხვაა ჩვენთვის. არ არის მიჩნეული, რომ ინსტრუმენტი ბლოკჩეინზე დამყარდება, მაგრამ ასევე არ არის მიჩნეული, რომ ეს ასე არ იქნება“, - განაცხადა Fortune-მა. მან აღნიშნა, რომ მარეგულირებელი აგროვებს ბანკების, fintech-კომპანიებისა და მეცნიერებათა სპეციალისტების მოსაზრებებს. Fortune-ის თქმით, თუკი ინგლისის ბანკი საკონსულტაციო დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ გადაწყვეტს CBDC-ის გამოშვებას, პროექტი შევა შემუშავების ფაზაში, რაც „გარკვეული პროტოტიპების შექმნას“ გულისხმობს. იგი მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის ეროვნული ციფრული ვალუტა 2025 წლამდე დღის სინათლეს ვერ იხილავს. შეგახსენებთ, ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ CBDC-ის გამოსვლის შემდეგ ინსტრუმენტზე შესაძლოა გადავიდეს ფიზიკური პირებისა და კორპორაციების დეპოზიტების 20%. https://tinyurl.com/2p9f2x58 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.