Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია MSI ამზადებს განახლებულ ლეპტოპ Summit E16 Flip EVO-ს. ახალ მოწყობილობას ექნება Alder Lake პროცესორები და Intel-ის Arc Alchemist სერიის გრაფიკული ამაჩქარებლები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: MSI 

MSI Summit E16 Flip წარმოადგენს ჰიბრიდულ ლეპტოპს 360 გრადუსით მბრუნავი დისპლეით, რომლის წყალობით სურვილის შემთხვევაში მოწყობილობა პლანშეტის სახით იქნება გამოყენებული. ლეპტოპს აქვს სენსორული ეკრანი გვერდების შეფარდებით 16:10. პორტატული კომპიუტერის ამჟამად არსებული, აქტუალური ვერსია მუშაობს მე-11 თაობის U-სერიის Intel Core პროცესორებზე და აღჭურვილია GeForce RTX 3050 გრაფიკული ამაჩქარებლით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: MSI 

ლეპტოპის განახლებული ვერსია, რომლის შესახებ ინფორმაცია ვებ-გვერდ PugetBench-ის მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა, აგებულია Alder Lake-H სერიის 14-ბირთვიან და 20-ნაკადიან Core i7-12700H პროცესორზე. ამ ჩიპის TPD-ის დონე 45 ვატია. თუკი აქტუალურ მოდელში გამოყენებულია LPDDR4X სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება, განახლებულმა მოდელმა მიიღო LPDDR5-6400 სტანდარტი. 

სამომავლო ლეპტოპის ყველაზე საინტერესო მახასიათებელი მისი გრაფიკული ქვესისტემაა. 2022 წლის MSI Summit E16 Flip EVO ვერსიაში წარმოდგენილი იქნება მობილური დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებელი Intel Arc A370M. უცნობია, ეს ვიდეო დაფა რამდენად უფრო სწრაფია, ვიდრე GeForce RTX 3050, რომელიც ლეპტოპის აქტუალურ ვერსიაშია გამოყენებული. PugetBench-ის ვებ-გვერდზე მიუწვდომელია ინფორმაცია ლეპტოპის გრაფიკული წარმადობის შესახებ, მითითებულია მხოლოდ მისი სიჩქარის მაჩვენებელი ბენჩმარკ Lightroom Classic-ზე - მასში განახლებულმა MSI Summit E16 Flip EVO-მ 1034.5 ქულა მოაგროვა. 

image.png 

არსებული ცნობებით, ვიდეო დაფა Intel Arc A370M აგებულია გრაფიკულ პროცესორ DG2-128EU-ზე. მას აქვს 4 გბ GDDR6 მეხსიერება 64-ბიტიანი ინტერფეისით. ბოლოს გაჟონილი ინფორმაციის მიხედვით ეს ამაჩქარებელი დაახლოებით 20%-ით ნელია დესკტოპ ვერსია Intel Arc A380-თან შედარებით.  

მჟამად უცნობია ზუსტი თარიღი, როდის გეგმავს MSI განახლებულ ლეპტოპ Summit E16 Flip EVO-ს გამოშვებას და რა იქნება მისი ღირებულება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.