Jump to content

Recommended Posts

Posted

ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით ჩინური კომპანია Lenovo მალე დაიწყებს დესკტოპ კომპიუტერ IdeaCentre Gaming 5-ის გაყიდვებს, რომელიც გეიმინგის მოყვარულებზეა გათვლილი. 

image.jpeg 

წყარო: ITHome / Lenovo 

ახალი კომპიუტერი (მოდელი 17IAB7) აგებულია მე-12 თაოის Core პროცესორის მქონე აპარატულ პლატფორმა Intel Alder Lake-ზე. კერძოდ, მოწყობილობაში შესაძლოა განთავსებული იყოს ჩიპი Core i7-12700 12 ბირთვითა და ინსტრუქციების ერთროულად ოცამდე ნაკადის დამუშავების შესაძლებლობით. ტაქტის სიხშირე 4.8 გჰც-ს აღწევს. 

image.jpeg 

გრაფიკული ქვესისტემის შემთხვევაში შემოთავაზებული იქნება სხვადასხვა დისკრეტული ამაჩქარებლის არჩევანი: ესენია ვიდეო დაფები AMD Radeon RX 6500 XT და Radeon RX 6400, აგრეთვე NVIDIA GeForce RTX 3060, GeForce RTX 3060 Ti, GeForce GTX 1660 Super და GeForce GTX 1650. 

მხარდაჭერილი იქნება DDR4 ოპერატიული მეხსიერება. კომპიუტერი აღჭურვილი იქნება М.2 ფორმატის SSD-ითა და ორი 3.5-დუიმიანი სანახი სივრცით.  

image.jpeg 

ფრონტალურ პანელზე განთავსებულია ორი პორტი USB Type-A, USB Type-C პორტი და სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. გათვალისწინებულია განათება ვერტიკალური ხაზების სახით. კომპიუტერის საორიენტაციო ფასი ჯერჯერობით უცნობია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.