Jump to content

Recommended Posts

Posted

რესურს Bloomberg-ის თანამშრომელმა, რომეიც სპეციალიზებულია Apple-ის პროდუქტების შესახებ არაოფიცალურ ცნობებზე, სამომავლო პროგნოზში განაცხადა, რომ კომპანიამ 8 მარტისთვის შესაძლოა წარადგინოს საბაზისო დონის პირველი სმარტფონი 5G ქსელის მხარდაჭერით, აგრეთვე პლანშეტ iPad Air-ის განახლებული ვერსია ანალოგიური სატელეკომუნიკაციო შესაძლებლობებით. 

image.jpeg 

ახალ iPhone SE-ში შენარჩუნებული იქნება ამჟამად არსებული სმარტფონის დიზაინი, რომლის დებიუტი 2020 წლის აპრილში შედგა. თუმცა ახალ მოდელს ექნება უფრო მაღალი წარმადობის პროცესორი, გაუმჯობესებული კამერა და 5G ქსელში მუშაობისთვის განკუთვნილი მოდემი. ანალოგიურად, განახლებულ iPad Air-ს ექნება უფრო სწრაფი პროცესორი და მონაცემთა გაცვლის შესაძლებლობა მეხუთე თაობის ქსელში. და ბოლოს, Mac კომპიუტერების სერიას შეემატება მორიგი მოდელი Apple-ის საკუთარი პროცესორის ბაზაზე. 

მარტის პირველ ნახევარში, წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა გამოვიდეს ოპერაციული სისტემა iOS 15.4, რომლის მნიშვნელოვანი სიახლე იქნება სახის ბიომეტრიულ აუთენტიფიკაციის სისტემა Face ID-ის მხარდაჭერა, რომელიც ფუნქციონირებს ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც მომხმარებელი სამედიცინო ნიღაბს ატარებს. ჯამში მიმდინარე წელს Apple-მა უნდა წარადგინოს ახალი iMac, Mac Pro და MacBook Air, საბაზისო დონის მოდერნიზებული MacBook Pro, სმარტ-საათ Apple Watch-ის სამი ახალი მოდელი, ოთხი მოდელი iPhone 14 და ახალი AirPods ყურსასმენი. შერეული რეალობის ჰედსეტის შესაძლო დებიუტის თარიღის გადადება Apple-მა 2023 წლისთვის ამჯობინა - აცხადებს Bloomberg. 

Posted

1080პ აიპიეს ეკრანი და თაჩაიდი თუ ექნება ვიყიდი.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.