Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

NFT სივრცე სავსეა სხვადასხვა სისულელითა და თაღლითობით, რაც დამახასიათებელი იყო ინტერნეტისთვის მისი წარმოქმნის საწყისი ეტაპიდან გარკვეულ ტრანსფორმაციამდე პერიოდში. ამის შესახებ განაცხადა Brave-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Brendan Eich-მა TechRadar-თან ინტერვიუში. 

„ჩვენ ვიმყოფებით Web 3.0-ის ადრეულ ეტაპზე და არავი იცის, ეს რას ნიშნავს. განსაკუთრებით NFT-ის შემთხვევაში. Web 1.0-ისა და Web 2.0-ის პირველ დღეებშიც ასევე იყო ბევრი არასერიოზული ვებ-გვერდი და თაღლითობა. ასე ხდება საზღვრისპირა ქალაქებში, სანამ ქუჩებს არ მოაასფალტებთ და განათებებს არ აანთებთ“, - განაცხადა მან. 

კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა კრიპტო საზოგადოებაში ტრაიბალიზმის არსებობა და ხაზი გაუსვა Brave-ის სურვილს - მოახდინოს დისტანცირება ჯგუფური იზოლაციის ასეთი კონცეფციისგან. Eich-ის თქმით, ამან შეიძლება პრობლემები შეუქმნას ინდუსტრიას: 

„როდესაც საუბრობთ კრიპტოკულტურაზე, არ არსებობს ერთიანი საზოგადოება. არიან ისეთებიც, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით არიან განწყობილნი თავიანთი პროექტის მიმართ და მიიჩნევენ მას, როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ გზას. [...] მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი შეიძლება ძალიან შორს წავიდეს.” 

The Walt Disney Company-ს ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტ აიგერმა შეშფოთება გამოხატა სექტორში საავტორო უფლებების დარღვევის გამო. 

ადრე Chainalysis-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს NFT ბაზარზე ფიქტიური ვაჭრობის "მნიშვნელოვანი" მოცულობების არსებობისა და ფულის გათეთრების მიზნით უკანონო აქტივების შემოდინების შესახებ. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.